ინგრედიენტები:
ლაიმი – 1 ცალი,
შაქარი – 3 ჩაის კოვზი,
ვისკი – 50 მლ,
კვერცხი – 1 ცალი,
ჯანჯაფილი – გემოვნებით,
ყინული – გემოვნებით.
მომზადების წესი:
წვრილ სახეხზე ლაიმის ცედრა გავხეხოთ, ცალკე ლაიმს წვენი გამოვწუროთ. თასში ცედრა, წვენი და შაქარი შევურიოთ და 1 სათით დავტოვოთ. კვერცხი, ვისკი და 1 სადილის კოვზი ლაიმის მასა დავაბლენდეროთ, შემდეგ ყინულები ჩავყაროთ და დაჭრილი ჯანჯაფილით გავაფორმოთ.