საახალწლო გვინტეინი

 

ინგრედიენტები:
წითელი ღვინო – 750 მლ,
შაქარი – 60 გრ,
დარიჩინის ჩხირი – 1 ცალი,
მუსკატის კაკალი – გემოვნებით,
დაფნის ფოთოლი – 1 ცალი,
ფორთოხალი – 1 ცალი,
ჯინი – 60 მლ.
მომზადების წესი:
ქვაბში ღვინო, შაქარი, დარიჩინი, კაკალი, შუაზე დაჭრილი ფორთოხალი და დაფნის ფოთოლი მოვათავსოთ. დაბალ ცეცხლზე დავდგათ, კარგად ვურიოთ, სანამ შაქარი არ დადნება. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჯინი დავუმატოთ. ბოლოს ჭიქაში ჩამოვასხათ და ფორთოხლითა და დარიჩინის ჩხირით გავაფორმოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები