სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოში“ დიაბეტთან ბრძოლის დღეები თვის ბოლომდე გაგრძელდება

სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოში“ დიაბეტთან ბრძოლის დღეები თვის ბოლომდე გაგრძელდება.
30 ნოემბრის ჩათვლით „ფარმადეპო“ მომხმარებელს- შაქრის საზომ აპარატებზე, გლუკომეტრის ჩხირებზე, ნეველას დამატკბობლებზე, კორესატინის დიაბეტურ კრემსა და ნუმის მედის კოსმეტიკურ საშუალებებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობს.
ნებისმიერი დიაბეტური პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ფასდაკლების ვაუჩერს ლაბორატორიულ კვლევებზე სინევოში, ფასდაკლების ვაუჩერს მიიღებს. ვაუჩერის საშუალებით კი მომხმარებელი სისხლში გლუკოზის განსაზღვრას სულ რაღაც ერთ ლარად შეძლებს, ხოლო გლიკოლიზირებული ჰემოგლობინის ტესტი და სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებას კი მხოლოდ 15 ლარად.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დიაბეტის მსოფლიო დღე 1991 წელს დაარსდა და ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება. საქართველოში ყოველწლიურად დიაბეტის 10 000 -ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი). ამ პათოლოგიით დაავადებულთა ნახევარზე მეტმა, არ იცის საკუთარი დიაგნოზის შესახებ. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტია. რაც უფრო დროულად იქნება გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი და დაიწყება მკურნალობა, მით მაღალი იქნება გართულებების თავიდან აცილების შანსი .
დიაბეტი არის დაავადება, როცა ორგანიზმში ირღვევა ენერგიის წყაროს, გლუკოზის შენახვისა და გამოყენების უნარი. გლუკოზა (შაქარი) ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით, რომლის ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელიც გამომუშავდება კუჭუკანა ჯირკვალში ანუ პანკრეასში. დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ორი ძირითადი მიზეზის გამო:
როდესაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ცოტა ან არასაკმარისი რაოდენობით ინსულინს – ეს არის ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი: როდესაც ორგანიზმი ვერ მოიხმარს მის მიერვე გამომუშავებულ ინსულინს – ეს არის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ( “მოზრდილთა დიაბეტი” ვითარდება მოწიფულ ასაკში, ძირითადად 30 წლის შემდეგ) ასევე არსებობს გესტაციური დიაბეტი, რომლის დიაგნოსტირება ხდება ორსულობის დროს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისხლში გლუკოზის აწეული დონე აზიანებს მთელ ორგანიზმს, ადამიანს უქვეითდება ენერგია, აქვს დაღლილობის შეგრძნება, უხასიათობა, შიმშილის გრძნობა, გაძლიერებული წყურვილი და შარდვა . დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში დიაბეტი ისეთი გართულებების მიზეზია, როგორიცაა: თირკმლის უკმარისობა, რეტინოპათია (თვალის დაზიანება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნეიროპათია (ნერვული სისტემის დაზიანება), ტერფის დაზიანება.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორებია : დიაბეტის ოჯახური ანამნეზი, სხეულის ჭარბი წონა, ცხოვრების უმოძრაო წესი, რასობრივი კუთვნილება (ამერიკელი ინდიელები, ესპანური ან აფრო-ამერიკული). ასაკი > 45 წელი წარსულში დიაგნოსტირებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა ქალები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ გესტაციური დიაბეტი ან 4,5 კგ-ზე მეტი წონის ნაყოფით მშობიარობა. შაქრიანი დიაბეტი შეიძლება განუვითარდეს ზოგიერთ ჭარბი წონის მოზარდს. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია შესაძლებელია. მართალია ჯანსაღი ცხოვრების წესი ვერ უზრუნველყოფს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის თავიდან აცილებას, თუმცა შესაძლებელია დაავადების მართვის უზრუნველყოფა ,რაც გულისხმობს გლუკოზის მაჩვენებლის შენარჩუნებას ნორმის ან ნორმასთან მიახლოებულ ფარგლებში. დროული დიაგნოსტიკა და თერაპიის დანიშვნა აუცილებელია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი და შენელდეს გართულებების განვითარება.
R

კომენტარები

სხვა სიახლეები