ოდესის პორტისპირა ქალაქის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკოლაი შურიკოვმა, გადაცემა „შუსტერ ლაივის“ შემდეგ, ოდესის გუბერნატორს – მიხეილ სააკაშვილს მუშტი დაარტყა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. სააკაშვილმა ტოქშოუში ოდესის პორტისპირა ქარხნის გაზის კონტრაქტი გააკრიტიკა.
პროგრამის მსვლელობისას სააკაშვილსა და შურიკოვს შორის კამათი გაიმართა. სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ, ნიკოლაი შურიკოვმა მისი ქმედებები გააკრიტიკა. შურიკოვმა სააკაშვილს უკრაინელი ხალხის მტერი უწოდა.
„თქვენ ხართ უკრაინის სახელმწიფოს მტერი, თქვენ დაანგრიეთ, რაც საქართველოში იყო და ახლა დასანგრევად აქ მოხვედით. ამ საუბარს ერთ თვეში დავუბრუნდებით და გამოჩნდება, რომ მე ეფექტური მენეჯერი ვარ, თქვენ კი ჩემსა და ვიღაცებს შორის კავშირის შესახებ იტყუებით“, – განაცხადა ოდესის პორტისპირა ქარხნის დირექტორმა. უკრაინული მედიის ცნობით, შურიკოვმა სააკაშვილს ხელი მხარში გაარტყა, ხოლო სახეს გუბერნატორის სიმაღლის გამო ვერ მიწვდა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=fY9obbJGcZo[/youtube]