სააკაშვილის გამო, ციყვი თავს იკლავს – ოდესის გუბერნატორს უკრაინულ ტელე-შოუში დასცინეს (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ციყვი თავს იკლავს. უკრაინული ტელეკომპანიის იუმორისტულ გადაცემაში ოდესის გუბერნატორზე იხუმრეს. Квартал 95-ის წამყვანებმა აღნიშნეს, რომ თხილის მაფიასთან მებრძოლმა სააკაშვილმა, ქურდულ მენტალიტეტს უკრაინაში ომი გამოუცხადა.

„ჩვენ მოვსპობთ თხილის მაფიას, რომელიც ძალიან მსხვილია. კიევში მე ვიცი რამდენიმე მულტიმილიონერი, რომლებიც ამ მაფიაში არიან ჩართულნი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რა დროსაც კადრში, მისი სიტყვების გაგონებისას, ციყვს გული მისდის.

გადაცემის წამყვანებმა აღნიშნეს, რომ ისინი თვალს მიადევნებენ მოვლენების განვითარებას და ასევე იმას, “გაეჩხირება თუ არა, სააკაშვილს ეს თხილი კბილებში”.

ციყვებთან, თხილთან და ექს-პრეზიდენტთან ალბათ თემატურია ის ფაქტიც, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა – გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და პალიკო კუბლაშვილმა, ახლახანს ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნეს და მას „გირჩი“ დაარქვეს.

https://www.youtube.com/watch?v=X3M8wNyFV1g&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები