ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ავტომობილმა კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე სავალი ნაწილი გადაკეტა. ეს ფაქტი ფოტო და ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.
ჟურნალისტები Mercedes S63 AMG-ს ფასზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომლითაც სააკაშვილი გადაადგილდება, ის 4,4 მილიონ გრივნას შეადგენს (დაახლოებით 170 ათას დოლარს). აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილს ქართული ნომრები ამშვენებს: GE-005-UA, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს – საქართველოსა და უკრაინის ლათინური ინიციალები და “ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლური ციფრი 5 ჟურნალისტებმა სააკაშვილის ხელში iPhones-ის მარკის მობილური ტელეფონიც შენიშნეს, რომლის ფასიც 20 ათას გრივნას, ანუ 770 აშშ დოლარს შეადგენს.
სააკაშვილი კიევში დეცენტრალიზებული ონლაინაუქციონების ჩატარების შესახებ მემორანდუმის ხელმოსაწერად ჩავიდა.
სხვა სიახლეები