მომღერალი თემურ წიკლაური გორის ჰოსპიტალში კორონავირუსის მძიმე ფორმას ებრძვის. იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ამ ყოველივეს სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ შორისაა მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი:
„არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ და გვინდა, კიდევ დიდხანს იყო“, – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი და უფროს კოლეგასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.