რუსულ მედიაში ცნობილი მომღერლის, სოფია როტარუს გატაცების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

​რუსულ მედიაში ცნობილი მომღერლის, სოფია როტარუს გატაცების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა “დნი.რუს” ინფორმაციით, პოლიციაში უცნობმა მამაკაცმა დარეკა და განაცხადა, რომ მან სოფია როტარუ მძევლად აიყვანა და ბინაში ჰყავს ჩაკეტილი. მამაკაცი მომღერლის მოკვლით იმუქრებოდა.
„მე ახლა ხელში დანა მაქვს და მას მოვკლავ”,- განუცხადა მამაკაცმა პოლიციას. სატელეფონო ზარის შემდეგ, პოლიცია იმ ადგილზე მივიდა, რომელიც უცნობმა მამაკაცმა დაასახელა, თუმცა ის აღნიშნულ მისამართზე ვერ აღმოაჩინა.
ამჟამად მისი ძებნა მიმდინარეობს. რაც შეეხება სოფია როტარუს, ოფიციალური წარმომადგენლები მომღერლის გატაცების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები