რუსულმა გამოცემამ “მის მსოფლიოს” ქართველი კანდიდატის წარმომავლობის გამო სკანდალი ატეხა

საქართველოს “მის მსოფლიო 2016”-ზე 21 წლის ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს. ულამაზესი ვიქტორია “ვიცე მის საქართველო 2015”-ია. ვიქტორია კოჩეროვა თბილისიდანაა. 174 სმ სიმაღლის, მწვანეთვალება, შავგვრემანი გოგონა IC Model Management-ის მოდელია.
რუსული გამოცემა LifeNews-ის სტატიაში, სახელწოდებით В Грузии возмущены отправкой на конкурс Мисс Мира девушки с украинскими корнями ქართველი მოდელის უკრაინულ წარმოშობას უსვამს ხაზს. სტატიას თანდართული აქვს ვიდეოც, რომელშიც გამოცემამ ქართველების აზრი მოისმინა, უნდა წარადგენდეს თუ არა საქართველოს “მის მსოფლიოზე” მოდელი არაქართული გვარით.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=IMp6VrE-IYc&feature=youtu.be[/youtube]

წყარო:http://www.palitratv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები