რუსული “ჩერნობილის” თრეილერი გავრცელდა (ვიდეო)

ცოტა ხნის წინ, რუსებმა HBO-ს მიერ გადაღებული სერიალი – “ჩერნობილი” დაიწუნეს და ცნობილ ტრაგიკულ მოვლენაზე სერიალის საკუთარი ვერსიის გადაღება დააანონსეს. როგორც ჩანს, რუსები, როცა საქმე პროპაგანდას ეხება, დროს არ კარგავენ.
სერიალი რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღეს. ის წლის ბოლომდე გამოვა ეკრანზე და სამთავრობო მედია НТВ-ზე გავა. სერიალის მთავარი გმირი არა ჩერნობილის ლიკვიდატორი, არამედ – საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელია. სერიალში მოქმედება ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე პერიოდს, აფეთქებასა და რამდენიმე თვის შემდგომ პერიოდს შეეხება. სიუჟეტი ЦРУ-ს თანამშრომლის, ალბერტ ლენცის ირგვლივ ვითარდება, ხოლო მთავარი პერსონაჟი სამხედრო კონტრდაზვერვის ვიცეპოლკოვნიკი – ანდრეი ნიკოლაევი იქნება. სერიალში ის შეეცდება, “უცხო ქვეყნის აგენტი” შეაჩეროს და აფეთქება აღმოფხვრას.

კომენტარები

სხვა სიახლეები