“გიორგი გაბუნიას დედა, ჯულიეტა ვაშაყმაძე “შოკშია” არა იმიტომ, რაც მისმა შვილმა თქვა, არამედ იმის გამო, რა რეაქციაც მოჰყვა გაბუნიას მონოლოგს”, – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთში ქართველთა კავშირის წარმომადგენელ იგორ გვრიტიშვილზე დაყრდნობით წერს.
გვრიტიშვილის თქმით, მან გაიგო, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძე “შოკშია”, თუ როგორ მიიღო საზოგადოებამ მისი ვაჟის პასაჟი. არ ელოდა, რომ მას ასე გალანძღავდნენ. რა თქმა უნდა, რთულია, ამ საკითხთან დაკავშირებით დედა ობიექტური იყოს”, – ამბობს გვრიტიშვილი “მოსკოვსკი კომსომოლეცთან” საუბრისას.