“რუსულად მითხარითო, მეუბნება მაღაზიის კონსულტანტი ჩემს სამშობლოში” – სოცმომხმარებელი სტატუსს ავრცელებს
სალომე ლილუაშვილი პირად “ფეისბუქგვერდზე” ამაღელვებელ სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“წეღან, თბილისის მოლის “ნიუ იორკერში” შევედით მე და ნიცა, რაღაც კონკრეტულს ვეძებდით და ეგრევე კონსულტანტს მივმართეთ.
უკაცრავად, რუსულად მითხარითო, მეუბნება მაღაზიის კონსულტანტი ჩემს სამშობლოში. ქართული არ გესმით-თქო? ეს კითხვაც ვერ გაიგო – თუ შეიძლება, რუსულადო, მთხოვა.
გამოვშტერდი.
გამოვედი.
მშვიდობა გვაქვს?”, – წერს ლილუაშვილი.