რუსუდან თევზაძე თეა დარჩიას პროტესტზე: არავის აქვს უფლება, აკეთებინოს ბავშვებს ის, რაც მათ თავად არ აქვთ კარგად გააზრებული

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში მოცეკვავე თეა დარჩიასა და მისი მოსწავლეების “ცეკვა-პროტესტს” ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, არავის არ აქვს უფლება, კოლექტიურად აკეთებინოს ბავშვებს ის, რაც მათ თავად არ აქვთ კარგად გააზრებული.
​მისივე შეფასებით, ეს არც ხელოვნებაა და არც პოლიტიკური პროტესტი.
“ეს დაღუპვაა ბავშვების. არავის, არავის, მშობელსაც კი არ აქვს უფლება, ასე დირექტიულად და კოლექტიურად აკეთებინოს ბავშვებს ის, რაც მათ თავად არ აქვთ კარგად გააზრებული და რაც მათი ინდივიდური, თავისუფალი არჩევანი არაა. აღნიშნული ქმედება პედაგოგის უდიდესი შეცდომაა და ვიტყოდი, უცოდინრობაც, მოკლებული ყოველგვარ პედაგოგიურ/სააღმზრდელო ეთიკას. ეს ყველაფერი მხოლოდ პედაგოგისვე პიარს ემსახურება. ეს არც ხელოვნებაა და, მით უფრო, არც პოლიტიკური პროტესტი. მეტი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოეკიდეთ თქვენს აღსაზრდელებს ყველა სფეროში. სირცხვილია!!!”, – წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.

​ცნობისათვის, მოცეკვავე თეა დარჩიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის მოსწავლეებთან ერთად 20 ივნისის, “გავრილოვის ღამის” აღმნიშვნელი პროტესტის ნიშნით – თვალზე აფარებული ხელით ასრულებს ცეკვას.

კომენტარები

სხვა სიახლეები