“რუსი ჯარისკაცების ცოლები ქმრებს, უკრაინელი ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებენ” (ვიდეო)

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოიპოვეს რუსი ოკუპანტისა და მისი ცოლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ქალი ჯარისკაცს მოუწოდებს, უკრაინელი ქალები გააუპატიუროს.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეს შოკისმომგვრელი საუბარი ასახავს არა მხოლოდ ოკუპანტების, არამედ მათი ნათესავების მორალურ ღირებულებებსაც, რომელთა 80% ახლა უკრაინაში ომს მხარს უჭერს.

”მიდი, მანდ გააუპატიურე უკრაინელი ქალები და არაფერი მითხრა. გასაგებია? მთავარია, თავი დაიცვა”,- ეუბნება ქალი უკრაინაში მებრძოლ ქმარს.

ოკუპანტი აზუსტებინებს, მართლა შეუძლია თუ არა ამის გაკეთება, რაზეც ქალი პასუხობს: “კი, ნებას გრთავ”.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები