რუსი მოკრივე, მაქსიმ დადაშევი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა პირადმა მწვრთნელმა დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დადაშევის გარდაცვალების მიზეზი ის დაზიანებები გახდა, რაც ბოლო ბრძოლისას მიიღო. საბედისწერო ბრძოლა სუბრიელ მატიასთან პარასკევს ვაშინგტონში შედგა.
მაქსიმის მწვრთნელმა პირსახოცი რინგზე მე-11 რაუნდში შეაგდო. ბრძოლის შემდეგ დადაშევს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი მისი ხელოვნურ კომაში ჩაგდება გახდა საჭირო.