რუსთაველის თეატრი გასტროლით რუსეთში მიდის

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი მოსკოვში გასტროლებზე მიდის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია “კვირა+” რუსთაველის თეატრის პრესსამსახურში დაუდასტურეს. რუსთაველის თეატრი ჩეხოვის სახელობის მე-14 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეა მიწვეული. თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 8,9 ივნისს წარადგენს სპექტაკლს – „ვანო და ნიკო“. სპექტაკლი – „ვანო და ნიკო“ დადგმულია ერლომ ახვლედიანის ნაწარმოების მიხედვით. რეჟისორი რობერტ სტურუაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები