რუსეთში ჩინოვნიკი ქალის ვაჟი არასრულწლოვან გოგონას სექსუალურად გაუსწორდა (ფოტო)

ინტერნეტსივრცეში სკანდალური წვეულების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ტიუმენის საქალაქო ადმინისტრაციის ჩინოვნიკი ქალის ვაჟმა ყოფილ კლასელებს გაუგზავნა ფოტოები, რომ13220157_1190327414340828_71106003_nლებზეც აღბეჭდილნი არიან ბიჭები ოთახში, საწოლზე კი ერთ-ერთი ბიჭი – იგორი მოსწავლე გოგონასთან სექსუალურ პოზაში იმყოფება. ჩინოვნიკის შვილმა – ვლადისლავმა ფოტოს კომენტარიც მიუწერა: „იგორეშკა გახარებული“.
ფოტოების აღწერიდან ირკვევა, რომ ბიჭებმა გოგონას დაალევინეს ალკოჰოლური სასმელი, ისე, რომ ის გათიშული ყოფილიყო, ტანზე გახადეს და ფოტოსესია მოაწყვეს.
რუსეთის ბავშთა ომბუდსმენმა პაველ ასტახოვმა განაცხადა, რომ ახალგაზრდები ყველა შემთხვევაში უნდა დაისაჯონ, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა მოსწავლე გოგონასგან ამის მოთხოვნა. ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ „არასრულწლოვანი შეურაცხყოფილი გოგონას მხარეზე უნდა დავდგეთ. მას დახმარება, მხარდაჭერა, დაცვა სჭირდება! ამ ბაკქანალიის ყოველმა მონაწილემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. ყველა იმ ადამიანის პასუხისგებაში მიცემას მოვითხოვთ, ვინც ამაში მონაწილეობდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და იმის გადამოწმება, მოხდა თუ არა ასევე გოგონას გაუპატიურება.
13219741_1190327407674162_712564130_n

კომენტარები

სხვა სიახლეები