რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 50 ქათამი დაიღუპა

რუსეთის პრიმორსკის მხარეში, სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, 50 ქათამი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა “ვესტი.რუ“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი სოფელ ჩერნიგოვკაში, დასახლებულ ადგილას ჩამოვარდა და საქათმეს დაეცა.

„მე სამზარეულოში ვიჯექი და ჩაის ვსვამდი. ამ დროს აფეთქების ხმა გავიგე. გავიხედე ფანჯარაში და ვხედავ, იქ ცეცხლია. რამდენიმე სახლი იწვოდა“, – განუცხადა „ვესტი რუს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მისი თქმით, ადგილზე მივიდნენ სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებმაც მოსახლეობას ზარალის ანაზღაურების პირობა მისცეს.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა „სუ-25“-მა კატასტროფა პრიმორსკის მხარეში დღეს დილით განიცადა. თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.

კომენტარები

სხვა სიახლეები