რუსეთში მთვრალმა ქალმა ბავშვს ძუძუ აწოვა – ჩვილი გარდაიცვალა

რუსეთის ქალაქ პროკოპიევსკის მკვიდრი ქალი სასამართლოს წინაშე წარდგება. მან ალკოჰოლის მიღების შემდეგ ახალშობილს ძუძუ აწოვა, რის შემდეგაც ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ კემეროვის ოლქის საგამოძიებო სამსახურის ადგილობრივი სამმართველო იუწყება. გამოძიების ინფორმაციით, ქალმა საღამოს ორ ლიტრამდე ლუდი დალია, რის შემდეგ ბავშვს ძუძუ აწოვა და ის დააძინა. დილით მან აღმოაჩინა, რომ ბავშვს სიცოცხლის ნიშნები აღარ ჰქონდა. შემდეგ ქალმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რომელმაც დაადგინა, რომ ბავშვი გარდაიცვალა.
ახალშობილი ალკოჰოლური მოწამვლით გარდაიცვალა. ქალს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები