რუსეთის ქალაქ ნორილსკში მდინარე დალდიკანი წითლად შეიღება. ადგილობრივმა მოსახლეობამ უჩვეულო ფერად შეღებილ მდინარეს ფოტოები გადაუღო და ინტერნეტში გამოაქვეყნა.
რუსეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე წითლად შეიღება კომბინატ „ნორილსკი ნიკელში“ ქიმიური ნივთიერებების გაჟონვის გამო.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა შემოწმება დაიწყეს.