რუსეთში, პეტერბურგში, გამართულ კონცერტზე ჯგუფმა „მგზავრებმა“9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ჯგუფის სოლისტმა გიგი დედლამაზიშვილმა მსმენელებს სცენიდან მიმართა და საქართველოში 9 აპრილის თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოს ისტორიისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. 1989 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის აქციები დაიწყო და მთელი ჩემი ოჯახი და ბენდის ბიჭების ოჯახებიც იქ იყო. საღამოს აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ჯარი დაარბევდათ, თუმცა მათ ამის არ შეშინებიათ. 9 აპრილის ღამეს მართლაც დაარბია ჯარმა აქცია და უამრავი ადამიანი დაიღუპა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის. დღეს კი 1989 წლის 9 აპრლიდან 27 წელი გავიდა. ახლა 30 წლის ვარ და მაშინ 3 წლის ვიყავი“, – მიმართა მსმენელებს გიგი დედლამაზიშვილმა.
Prev Post
სხვა სიახლეები