რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში დიდების საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. საბავშვო ბაღი ადგილობრივმა ბლოგერმა და პროგრამისტმა ევგენი პიატკოვსკიმ გახსნა. მომავალში ანალოგიური საბავშვო ბაღების გახსნას ის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც გეგმავს.
„ამას წინათ მეგობრებთან ერთად ბედნიერებაზე ვსაუბრობდით და შევთანხმდით, რომ ბედნიერება დიდი ხნის წინ, ბავშვობაში არსებობდა. აქედან გაგვიჩნდა დიდების საბავშვო ბაღის შექმნის იდეა“, – ამბობს პიატკოვსკი.
საბავშვო ბაღის სასადილოს მენიუში ფაფები, ცომეული, კაკაო და სხვა „საბავშვო“ კერძებია. „აღსაზრდელები“, ძირითადად, პლასტელინით ძერწვით, სიმღერით და სხვა შემოქმედებითი საქმიანობით არიან დაკავებულები.
სხვა სიახლეები