„რუსებს მუდამ აგრძნობინეთ, რომ სტუმრები არიან მათ მიერ ნაწამებ და სისხლით მორწყულ ქვეყანაში და ეს ქვეყანა საქართველოა და არა „ღრუზია“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე
„რუსებს მუდამ აგრძნობინეთ, რომ ეს ქვეყანა საქართველოა და არა „ღრუზია“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ჩამოსულ რუსებს რუსულ ენაზე მომსახურება არ უნდა გავუწიოთ.
„აუცილებელია ქართველები ქართულად, ან ინგლისურად (საერთაშორისო ენა) ელაპარაკონ საქართველოში ჩამოსულ რუსებს. ეს ღირსების საკითხია! არავითარი რუსულ ენაზე მომსახურება საჯარო, თუ კერძო დაწესებულებებში! მუდამ აგრძნობინეთ რომ სტუმრები არიან მათ მიერ ნაწამებ და სისხლით მორწყულ ქვეყანაში, და ეს ქვეყანა საქართველოა და არა ღრუზია, მათი კოლონია. რომ ქართველები რუსების მონები არ ხართ, არამედ თანასწორებიც და აღმატებულებიც მრავალი რამის გამო, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ მსოფლიო ცივილიზაციის ერთგული წევრობა გვსურს და არა იმპერიალისტური, ანტიცივილიზაციური სახელმწიფო მონსტრის შექმნა, როგორიც მათი რუსეთია. ყველა სტუმარ რუსს უნდა განუმარტოთ, რომ მათი ქვეყანა არამარტო უკრაინელების და ჩეჩნების მჟლეტელია ბოლო 30 წელიწადია, არამედ ქართველებისაც! რომ ათობით ათასი ქართველი მოკლული და ასობით ათასი ქართველი დევნილი გვყავს რუსული იარაღის და რუსული პოლიტიკის წყალობით!