რუმინეთში 18 წლის გოგონა სელფის გადაღების მცდელობისას გარდაიცვალა

რუმინეთში 18 წლის გოგონა ანა ურსუ, სელფის გადაღების მცდელობისას გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა გოგონა, მის მეგობართან ერთად მატარებლის სახურავზე ავიდა იმისთვის, რომ „იდეალური სურათი“ გადაეღო.
სახურავზე ასულმა შემთხვევით ფეხი მაღალძაბვიან სადენს გამოსდო, რომელიც 27 ათასი ვოლტს ატარებდა, რის გამოც გოგონა ცოცხლად დაიწვა.
მისი მეგობარი, დენის დარტყმის შედეგად მატარებლის სახურავიდან გადავარდა და გადარჩა. დამწვრობა სხეულზე მასაც აღენიშნება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინფორმაციას ამ ტრაგედიის შესახებ ბრიტანული გამოცემა „მირორი“ ავრცელებს.
ეს სელფის გადაღების დროს მომხდარი პირველი უბედური შემთხვევა არ არის. თებერვალში ამავე მიზეზით, მატარებლის სახურავზე ასული ამერიკელი გოგონა გარდაიცვალა. ამავე თვეში, ამერიკელი მფრინავი, სელფის გადაღების წარუმატებელი მცდელობის გამო, ვერტმფრენიდან გადმოვარდა.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები