რუმინეთის ერთ–ერთი ქალაქის მაცხოვრებლებმა ადგილობრივ არჩევნებზე მერის თანამდებობაზე ძველი მერი აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ის 10 დღით ადრე კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი ბიურო იუწყება.
57 წლის იონ ალიმანი დევესელის მერის თანამდებობაზე კენჭს მესამედ იყრიდა. სექტემბრის დასაწყისში ის კორონავირუსით დაავადდა, 17 სექტემბერს კი გარდაიცვალა.
ალიმანს ორი მოწინააღმდეგე ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ხალხმა მაინც გარდაცვლილი მერი აირჩია, მას 1600 ხმიდან 1020 ხმა მისცეს. დამაჯერებელი მოგების შემდეგ, ამომრჩევლები მის საფლავთან გამარჯვების მისალოცად მივიდნენ.
არჩევნები თავიდან ჩაინიშნა – ცოცხალი მერის ასარჩევად.