“როცა ძვირფასი ადამიანი გენატრება, ხელს შლი და გინდა, ჩაეხუტო” – მაია ასათიანის ემოციური მიმართვა (ვიდეო)

თოქ შოუ “პროფილის” ავტორმა, მაია ასათიანმა გუშინ ეთერში გასულ გადაცემაში ემოციური სიტყვები წარმოთქვა. მან ძვირფასი ადამიანის მონატრებაზე ისაუბრა:

“მე გეტყვით ჩემს ემოციებს. როცა ძვირფასი ადამიანი გენატრება. ხელს შლი და გინდა, ჩაეხუტო. მაგრამ ახლა ნაბიჯს უკან დგამ და მანძილს ზომავ. თურმე, რამდენი რამ გვქონია ადამიანებს, რასაც ვერ ვაფასებდით. როცა გინდოდა, ჩაეხუტებოდი. მიხვიდოდი და აკოცებდი”, – ამბობს მაია ასათიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები