ფსიქოლოგი, ხათუნა მუზაშვილი სოციალურ ქსელში კარმის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“კარმის მთავარი კანონი ასე ჟღერს:
– შეუძლებელია, სამყაროსგან აიღო მეტი, ვიდრე მას მიეცი.
ასე რომ, შემოსავალი როცა არ გვყოფნის, ეკონომიას კი არ ვიწყებთ, სამყაროში მეტი მატერიალური და არამატერიალური სარგებელის გაცემით ვკავდებით.
სიყვარული როცა გვაკლია, კი არ ვბოროტდებით – პირიქით, მეტი სიყვარულის გაცემას ვიწყებთ…
…ლენინგრადის ბლოკადის დროს, ერთი 8 წლის გოგონა გადაურჩა სიკვდილს. მან ოჯახი დაკარგა. ჰოსპიტალში რომ მიიყვანეს, უკვე აღარც ჭამა შეეძლო და აღარც საუბარი. სისუსტისაგან სულ სციოდა, ბუხართან იჯდა და სივრცეში იყურებოდა.
გადასარჩენად აუცილებლად უნდა დაეწყო კვება, მაგრამ მას არაფერი სურდა.
ერთ დილასაც ექიმმა მისი ზეწარი რამდენიმეჯერ გადაკვანძა და თოჯინას მაგვარი არსება შექმნა.
ნახშირით მიახატა თვალები და ცხვირ-პირი.
მიაწოდა გოგონას და უთხრა – ეს შენი შვილია.
ის ძალიან ცუდად არის და მისი შველა მხოლოდ შენ შეგიძლია, თუ არ უშველი, დაიღუპება. როგორღაც უნდა მოელაპარაკო, რომ ჭამა დაიწყოს.
ექიმი გავიდა და მერე ოთახიდან აკვირდებოდა ნელ-ნელა როგორ შეირხა გოგონას უძლური სხეული და შვილი თოჯინა როგორ ჩაიხუტა.
ცოტა ხანში შენიშნეს, რომ გოგონა თავის თოჯინას რაღაცას ებუტბუტებოდა – შენ აუცილებლად უნდა ჭამო, რომ გადარჩე, მე შენს გვერდით ვარ, ნუ გეშინია – იძახდა იგი და თოჯინას სიყვარულით გულში იკრავდა.
საღამოს გოგონამ პირველი ლუუკმაც ჩაიდო პირში და ღამე თავის თოჯინასთან ერთად ტკბილად დაიძინა.
ბედნიერების ცრემლით ტიროდა მთელი ჰოსპიტალი – გოგონა გადარჩა. ის სწორედ ზემოთხსენებულმა კარმის კანონმა გადაარჩინა – როცა ძალიან გიჭირს, სწორედ ის უნდა გასცე, რაც გინდა, რომ მიიღო.”-წერს ფსიქოლოგი.
სხვა სიახლეები