ნოდიკო ტატიშვილთან ინტერვიუ ტრადიციების თემაზე ჩავწერეთ. სხვა დანარჩენთან ერთად ოჯახური ტრადიციებიც განვიხილეთ. როცა ვკითხეთ, როგორია მისთვის ნამდ-ვილი ქართველი ქალი, ასეთი პასუხი გამცა: ”დედაჩემი ეტალონია ჩემთვის…”
– ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ტრადიციები ქართველებს თითქოს შესისხლხორცებული გვაქვს. ბევრი ტრადიცია მართლაც საამაყოა და არ მინდა, დაიკარგოს. მაგალითად, ჩვენთვის ძალიან საამაყო ტრადიციაა ძმობა, დედმამიშვილობა, დედაშვილობა. მომწონს ქართული სუფრის ტრადიცია, ოღონდ მე იმ ტრადიციაზე ვსაუბრობ, რომელზეც ყველა სტუმარი გიჟდება და არა ღრეობაზე და იმდენის სმაზე, ბოლოს საცივში რომ დებენ თავს. ასევე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ძალიან კარგი ტრადიციები გვაქვს. გასაგებია, რომ ქალი სრულუ-ფლებიანია, მაგრამ ოჯახში რომ კაცი უნდა იყოს უფროსი და მან უნდა მარ- თოს – ეს მომწონს, ოღონდ, რა თქმა უნდა, აუცილებლად ქალის გამჭრიახ გონებასთან ერთად. მაღიზიანებს ის ტრადიციები, რომლებიც XXI საუკუნეში მახინჯდება. ძა-ლიან დიდი განსაცდელი აქვს საქართ-ველოს, არ ვიცი, ასე რამ გააბოროტა ხალხი, თავნებობა ისევ მოწოდების სი-მაღლეზეა, როგორც ადრე, ჩემი ბავშ-ვობის პერიოდში. თითქოს ძმაკაცობის ტრადიციაც კი დაიკარგა, ძმაკაცმა ძმაკაცი შეიძლება, სხვადასხვა პოლი-ტიკური შეხედულების გამო დაკარგოს.
– ოჯახის შექმნის ტრადიციასა და ქორწინებამდე თანაცხოვრება-ზე მაინტერესებს შენი აზრი.
– რამდენიმე წლის წინ იყო პერი-ოდი, როცა თანაცხოვრება ქორწინე-ბამდე ჩემთვის მიუღებელი იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია მივხვდი, რომ ეს კარ-გიცაა. ოღონდ ამას გამოცდის სახე არ უნდა მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური თვალსაზრისით წინასწარი თანაცხოვრება ჯვრისწერის გარეშე მრუშობაა და მიუღებელია, მაინც მგო-ნია, რომ თუ ორ ადამიანს უნდა ერთად ცხოვრება იმიტომ, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ, ეს უნდა გააკეთონ. თუმცა, როცა ადამიანი გიყვარს, მაგრამ ბოლომდე არაა ხელმისაწვდომი შენთვის, შეყვარებულობის ეტაპი კი ქორწილითა და ჯვრისწერით გვირგვინდება, ამასაც თავისი ხიბლი აქვს. ხელის თხოვაც არაა ცუდი ტრადიცია, ბავშვობიდან სულ ვამბობდი, ამას არ გავაკეთებ-მეთქი, თითქოს მეუხერხულება ხელის თხოვა, მაგრამ არაა გამორიცხული, ასეც მოვიქცე, ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო.
– ხშირია შემთხვევა, როცა უზარმაზარ ქორწილებს ვალით იხდიან.
– ეს დაახლოებით როგორი სიტუაციაა, იცი? 40 000-იან მანქანებს რომ ყიდულობენ და მერე გაზს აყენებენ, ასეთ რაღაცებზე ცოტა მეცინება. სნობურ დამოკიდებულებებს ვერ ვეგუები. იმხელა სამეგობრო მყავს, რომ ზუსტად ვიცი, თუ გავაკეთებ, მექნება დიდი ქორწილი, რათა ყველა ის ადამიანი იყოს ჩემ გვერდით, ვისაც მართლა გაუხარდება ჩემი ბედნიერება. მაგრამ შესაძლოა, სულაც არ გადავიხადო ქორწილი და მალდივებზე გავფრინდე (იცინის).
– ნოდიკო, ქალის განვლილ პირად ცხოვრებას რა მნიშვნელობას ანიჭებ?
– როცა ადამიანთან პირადი ურთიერთობის აწყობას აპირებ, რასაკვირველია, გაინტერესებს, როგორ იცხოვრა შენამდე, თუმცა უნდა გაიაზრო ისიც, რომ ეს მისი წარსულია და ამაში ხელი აღარ აფათურო. ძალიან მძიმეა, როცა ქალთან იწყებ ურთიერთობას და უცებ აღმოაჩენ, რომ ტყუილში ცხოვრებამ მოგიწია, ალუბლის ხეზე დაგსვა და ატამი გაჭამა. ზოგადად, მაინც მგონია, როცა მოდის ნამდვილი გრძნობა, იქ უკვე შეუძლებელია იმ ადამიანის წარსულის მიუღებლობა. მე ვერ ავაწყობ ურთიერთობას მატყუარა ადამიანთან, რამდენჯერმე დამისრულებია ურთიერთობა ტყუილის გამო და ამას არ ვნანობ, ღალატი მხოლოდ ფიზიკური არ არის, როცა ქალი გატყუებს ერთხელ, ორჯერ, ეს ჩემთვის უკვე ღალატია. თუ მას ეჭვი შეაქვს, რომ მის წარსულს ვერ მივიღებ, ე.ი. ამ ქალს თვითონვე არ უყვარს თავისი წარსული და მე რა უნდა მომთხოვოს?! მითხრას, იქნებ, ათმაგად ჩავიკრა გულში.
– რას ნიშნავს შენთვის პატიოსანი ქალი?
– ქალი არ უნდა იყოს როსკიპი, მეძავი არც გონებით და არც სხეულით, ეს პირდაპირ რომ გითხრა და მარტივად. ჩემთვის აფერისტი, ცბიერი ქალი იგივე მეძავია. თუ ქალს ჰყავდა შეყვარებული, ჰქონდა მასთან ურთიერთობა, ან ჰყავდა ქმარი და არ გაუმართლა, ეს ჩემთვის გასაგებია. მხოლოდ სექსუალური ცხოვრებით არ განისაზღვრება პატიოსნება.
– კაცს რატომ ეპატიება ღალატი, ქალისგან განსხვავებით?
– ლოგიკურად რომ მივყვეთ, ისევე არ ეპატიება კაცს, როგორც ქალს. მყავს რამდენიმე ძმაკაცი, რომელთაც ოჯახის შექმნის შემდეგ გვერდზე არ გაუხედავთ. ამას ვაფასებ. მგონია, რომ მეც ასე ვიქნები. როცა შემიყვარდება ქალი სიცოცხლეზე მეტად და მას დავუკავშირებ ჩემს ცხოვრებას, არ მომინდება გვერდით გახედვა, თუმცა ძნელია ამაზე უარის თქმა, მით უმეტეს, როცა ინიციატივა მოდის ლამაზი, სექსუალური, მიმზიდველი ქალისგან. არის კიდევ ერთი მომენტი, ყველაფერს თავისი დრო აქვს. რომ ამბობენ, ახალგაზრდობის წლები უნდა მოჭამო, გაერთო, ნახო ყველაფერი, დაიღალო ამით და მერე მიხვდები, რომ ცოლი, ოჯახი გჭირდებაო – ეს მართალია. მეც ეს პერიოდი მაქვს ახლა, ამას წინათ დავფიქრდი, რა მაგარი იქნებოდა ცოლ-შვილი, ოჯახი. ჩემს სამეგობროში ისეთი ბიჭებიც არიან, რომლებიც 20-21 წლის ასაკში დაქორწინდნენ და დღემდე უბედნიერესი ოჯახები აქვთ.
– არატრადიციული ორიენტაციის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვს?
– ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება, აირჩიოს სწორი ან არასწორი, სიკეთის ან ბოროტების გზა და, ნებით თუ უნებლიეთ, ეს ასეც ხდება. არავის არ უნდა, იმ ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა ჰქონდეს, ვისაც განსხვავებული ცხოვრება და აზრი გააჩნია. ღმერთმა დამიფაროს, ოდესმე სხვის ლოგინზე ვისაუბრო. საერთოდ, ჯობს, ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. თუ ვინმეს უნდა ჩირქი მოგცხოს, აუცილებლად შენი პირადი უნდა ქექოს – ეს ახალი ტენდენციაა. ქალები, რომლებსაც რაღაც არ გამოუვიდათ შენთან, აუცილებლად იტყვიან, რომ სექსუალურ უმცირესობას ეკუთვნი, ეს ბევრად იოლია, ვიდრე იმის დაჯერება, რომ უბრალოდ, ის ქალი არ გსურს და მორჩა (იღიმის).
დღეს, როცა მთელი მსოფლიო უყურებს, რელიგიური ნიშნით როგორ აწამებენ ქრისტიან ბავშვებს, ცოტა უადგილოა, გაღელვებდეს ვინმეს ლოგინი და ორიენტაცია. დღეს დგას იმის აუცილებლობა, რომ ყველა, საპატრიარქოდან დაწყებული, უბრალო ხალხით დამთავრებული, ქუჩაში გამოვიდეს და გააპროტესტოს ის, რაც ხდება ასირიელი ბავშვების თავს.
წყარო: რეიტინგი