ფსიქოლოგი, თერაპევტი მიხეილ შანი სოციალურ ქსელში ცხოვრებისეულ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
“როცა საკუთარ თავს ვეღარ გრძნობ | იწყებ სხვის ძებნას.
სხვაში ეძებ სიმშვიდეს, დაცულობას, სიყვარულსაც კი. მაგრამ სინამდვილეში, საკუთარი ხმა იკარგება შენში | და ცდილობ ვიღაცამ გითხრას, ვინ ხარ.
ქალი იწყებს იმ კაცის ძებნას, ვინც დაინახავს მის სიჩუმეს, მის დაღლილობას, მის გულში ჩავარდნილ ტკივილს | ისე, რომ ახსნა აღარ მოუწევს.
კაცი კი ეძებს ქალს, ვინც დააწყნარებს მის შიგნით მოუსვენარ ხმებს და სითბოთი დაუბრუნებს წონასწორობას.
მაგრამ როცა ერთმანეთთან მივდივართ საკუთარი თავის დაკარგვით | ურთიერთობაც ტკივილად იქცევა. ვეძებთ რომ გვშველონ, ვეძებთ რომ აგვავსონ, მაგრამ იმას ვკარგავთ, რაც ჯერ საკუთარ თავში ვერ მოვიპოვეთ | შიდა სიბრძნე, რწმენა და საკუთარი ღირებულების შეგრძნება.
როცა ქალი საკუთარ სხეულს და გრძნობებს ვეღარ გრძნობს | ცდილობს მამაკაცის მზერაში იპოვოს თავი.
როცა კაცი საკუთარ გულთან კავშირს წყვეტს | ცდილობს ქალის გრძნობებით გადაფაროს საკუთარი შიში.
ზუსტად ამ გზაზე ჩნდება გაუგებრობა. სიჩუმე, სადაც ორივე ელის სიყვარულს, მაგრამ ვერ ეკონტაქტება საკუთარ თავსაც კი.
შენ არ ხარ ზედმეტი!
შენ არ ხარ რთული!
შენ არ ხარ გაუგებარი!
შენ არ ხარ მეორადი!
შენ არ ხარ მიუღებელი!
შენ არ ხარ ზედაპირული!
შენ არ ხარ აუტანელი!
შენ არ ხარ ჩასაცვლელი!
შენ უბრალოდ გჭირდება, რომ პირველ რიგში — შენ თვითონ დაინახო, რას გრძნობს შენი შინაგანი სიჩუმე, რადგან სანამ საკუთარ თავს ვერ ხედავ, სხვასაც ვერ მისცემ ნამდვილი კავშირის შანსს.
სანამ სხვაში ეძებ იმ სიყვარულს, რაც გაკლია — დაფიქრდი: შეიძლება ის, ვინც ასე გინდა რომ გიპოვოს — შენ თავად ხარ?
თუ მზად ხარ გადადგა ნაბიჯი, შეცვალო და დაინახო საკუთარი ფასეულობები | მე მზად ვარ დაგეხმარო საკუთარი თავის გახსენებაში.
მიხეილ შანი | ფსიქოლოგი | თერაპევტი” – წერს ფსიქოლოგი.
სხვა სიახლეები