“როცა კლიენტი ზის თქვენს მანქანაში, გამორთეთ გათბობა” – ინფექციონისტის რეკომენდაციები ტაქსის მძღოლებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაერო-ს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა რეკომენდაციას სოციალური ქსელით ხშირად გასცემს. ამჯერად, ფხაკაძემ ტაქსის მძღოლებს მისცა სხვადასხვა რჩევა:

„პირველ ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ მგზავრები, რომლებიც გადაგყავთ, ნებისმიერი შეიძლება, იყოს ინფიცირებული.

როცა კლიენტი ზის თქვენს მანქანაში, გამორთეთ გათბობა – ეს არის პირველი, რაც უნდა გააკეთოთ.

მეორე, აუცილებლად შეეცადეთ, რომ ადამიანი იჯდეს თქვენ უკან, ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენ გვერდით არ იჯდეს.

მესამე, თქვენ რომ ხართ მძღოლი, ძალიან გთხოვთ, თქვენი ფანჯარა იყოს დაკეტილი…”

კომენტარები

სხვა სიახლეები