როცა გვერდით ქართველი ქმარი, ქართველი ვაჟკაცი გიდგას სხვანაირი თავდაჯერება გაქვს – მზია ორველაშვილი

მოცეკვავე მზია ორველაშვილის ცხოვრებაში უსიამოვნო პერიოდები ყოფილა. ამის შესახებ მზიას ჩვენთან გულახდილად უსაუბრია. ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის შეცვლა რომ შეეძლოს, 4 წლის წინ, უკრაინელ ქორეოგრაფთან დაწყებულ ურთიერთობას (რომელიც წყვილის დაშორებით დასრულდა) შეცვლიდა… უსიამოვნო წარსული უკან დარჩა – მზიამ მეორე ნახევარი იპოვა…

– ვინ არის შენი რჩეული?

– ჩემი რჩეულიც მოცეკვავეა, ოღონდ – სამეჯლისოსი კი არა, ქართული ხალხური ცეკვების. აპრილში, შოუ- ბალეტში ცეკვა ერთად დავიწყეთ. ერთმანეთი იქ გავიცანით. თავდაპირველად, ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით   თითქმის დაძმური ურთიერთობა გვქონდა. ყოველდღეს ერთად ვატარებდით. ჩემი მესაიდუმლე იყო და ისიც ყველაფერს მანდობდა… მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით… ჩინეთში გასტროლზე გაემგზავრა, მე აქ დავრჩი და მომენატრა. გავაცნობიერე, რომ მიყვარს. ისიც მიხვდა, რომ ვუყვარვარ.

– წარუმატებელი ურთიერთობების მერე, გარისკვა არ გაგიჭირდ?

– ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ცალ- ცალკე ორივემ ბევრი ვიფიქრეთ. მე განათხოვარი ვარ, შვილი მყავს. ტატოსთვის იმის გააზრება, რომ ურთიერთობას შვილიან ქალთან იწყებდა, რთული იქნებოდა. ის დაქორწინებული არასოდეს ყოფილა… ჩემთვისაც რთული იყო. ვფიქრობდი, – ვაი, რომ ყველაფერი ისე არ  იყოს, როგორც მგონია- მეთქი… ამ წუთში მილიარდი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შორის არასოდეს არანაირი ბზარი არ გაჩნდება. ტატო ტრადიციულად აღზრდილი ადამიანია…
– წარსულმა ურთიერთობებმა რა გასწავლა?

– ის, რომ ქართველს არავინ  უნდა გერჩიოს. შენი ქართველი რომ გაგიგებს და გაგიტანს, ისე უცხოელი ვერ მოიქცევა, ამას ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი უცხოელი მეგობარი და ნაცნობი მყავს. როცა გვერდით ქართველი ქმარი, ქართველი ვაჟკაცი გიდგას, გგონია, რომ მაგარი ქალი ხარ, სხვანაირი თავდაჯერება გაქვს, არაფრის გეშინია, რადგან იცი, რომ ის შენ გამო ყველაფერს “თავით გაანგრევს”.

ჟურნალი “გზა”

კომენტარები

სხვა სიახლეები