რონალდუ კოვიდ–დადებითია, მაგრამ „ბარსელონასთან“ შეხვედრაში მონაწილეობას გეგმავს – მას კარანტინის დარღვევაში ადანაშაულებენ

ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, ის პორტუგალიის ნაკრების შეხვედრებიდან ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდა და უფრო მეტიც, „ბარსელონასთან“ შეხვედრაზე მოედანზე გასვლასაც გეგმავს. იტალიელები კი პორტუგალიელს ინფიცირებისადმი დაუდევარ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ რონალდუ სამედიცინო პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა: „ვფიქრობ, ეს ასეა თუ არ ყოფილა რონალდუს დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამისი ნებართვა გაცემული“

რონალდუს წინააღმდეგ კრიტიკა კიდევ ბევრმა პოლიტიკოსმა თუ სპორტსმენმა არ დაიშურა. თუმცა, „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანელლიმ მინისტრის ბრალდებას ასე უპასუხა: „უმჯობესია დარეკოთ ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, რომლებიც კანონებს ქმნიან და მიიღოთ განმარტება!“

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტურინში რონალდუ დაბრუნდა და თავის საცხოვრებელ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

სხვა სიახლეები