რონალდინიო პოლიტიკაში მიდის

მსოფლიო დონის ფეხბურთელმა რონალდინიო გაუჩომ, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და როგორც თვითონ აცხადებს, ამჯერად პოლიტიკაში მიდის.
მისი ყურადღება გამახვილებულია ბრაზილიის “გენერალურ” არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “Telegraph”-ი ავრცელებს.
საფეხბურთო კლუბ ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბრაზილიის “რესპუბლიკურ პარტიას” შეუერთდება.
როგორც ბრაზილიის “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლები აცხადებენ, რონალდინიო საკმაოდ ცნობილი და წარმატებული პიროვნებაა და მისი პოლიტიკურ გუნდში აყვანა ოქტომბრის არჩევნებში მნიშვნელოვნად გააძლეირებს პარტიას.

კომენტარები

სხვა სიახლეები