მეუფე ნიკოლოზი სინოდის სხდომამდე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დღეს ილია მეორეს გადაყენება იგეგმება.
მეუფე ამბობს, რომ ყოველგვარი ასეთი ხმების გავრცელება, პატრიარქს რაც შეეხება, არის დანაშული.
“ვიღაცამ სისულელე წამოროშა და თქვენ ყველამ, ყველამ აიტაცეთ და სულ ყოველ წუთში იმეორებთ ასეთი ფორმულირებით, რომ რუსული თუ პრორუსული ეპისკოპოსები აპირებენ პატრიარქის გადაყენებას, ეს არის სამარცხვინო.
თქვენ ავრცელებთ ძალიან ცუდ ინფექციას, რომელიც საზოგადოებას აზიანებს, მაგრამ თუ ჩვენ, საზოგადოებამ ეს გადავიტანეთ, ასე რომ ვთქვათ, ეს თქვენ მიერ გავრცელებული ვირუსი, ჩვენ ავიცრებით ამაზე და მერე ცოტა ხნის მერე თქვენ ამას ვეღარ გააკეთებთ.
ყოველგვარი ასეთი ხმების გავრცელება, პატრიარქს რაც შეეხება, ეს არის დანაშული. მე ვთვლი, რომ თქვენ ჩადიხართ დანაშაულს, როდესაც აკეთებთ ამის ტირაჟირებას”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.