“რომ დავბრუნდე, სად დავბრუნდე” – 13 ივნისს დაკარგული სერგო კაპანაძის ბებია ფიქრობს, რომ ის ცოცხალია (ვიდეო)
ნინო თევდორაძე, რომელიც ვერეს ხეობის სტიქიის დროს დაკარგული ბიჭის, სერგო კაპანაძის ბებიაა, გადაცემაში “სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად” ოჯახის ტრაგედიის შესახებ ჰყვება.
ნინო თევდორაძე ვარაუდობს, რომ სერგო ცოცხალია და დიდი იმედი აქვს, რომ ბიჭი მალე გამოჩნდება.
ქალი ამბობს, რომ სოციალური ქსელის საშუალებით, ცოტა ხნის წინ, უცნობი ადამიანი დაეკონტაქტა და თევდორაძეს მოსწერა, რომ სერგო კაპანაძე ცოცხალია. რამდენიმე დღიანი მიმოწერის შემდეგ უცნობი ადამიანისგან ქალს შეტყობინება მოუვიდა შემდეგი შინაარსით – “რომ დავბრუნდე, სად დავბრუნდე”. სწორედ ეს შეტყობინება გახდა ნინო თევდორაძის ვარაუდის მიზეზი, რომ კაპანაძე ჯერ კიდევ ცოცხალია და ბებიას შვილიშვილის მალე გამოჩენის იმედი აქვს.
ვერეს ხეობის სტიქიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაიკარგა სერგო კაპანაძე, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დაღუპულ დებ ზარანდიებთან ერთად იმყოფებოდა.
თბილისში, ვერეს ხეობაში 13 ივნისს ტრაგედია დატრიალდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ვერე. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა.