ჟურნალისტი ნინო სტურუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მოდელ ჟანეტ ქერდიყოშვილის კრიტიკოსებს ეხმაურება. ჟანეტმა გადაცემასთან “სელფი” განაცხადა, რომ მისთვის ქალის ღალატია მიუღებელი, კაცის ღალატი კი, “სხვა რამეა” და არა ტრაგედია, რომლის გამოც ქალმა ოჯახი უნდა დაანგრიოს.
“ჩემი აზრით, ჟანეტს ალბათ იმის თქმა უნდოდა, რომ კაცი ინსტინქტების დონეზე ღალატობს და ამიტომ არ ითვლებაო, ქალი კიდევ გრძნობით და ამიტომ არის უფრო უპატიებელიო… ძალიან ძნელი ასატანია ღალატი, გაფიქრებაც არ მინდა, მაგრამ! რომ გადაუარეთ ამ გოგოს, გამოდით რა, ერთი უნდა დაგთვალოთ რა! ჯერ კაცები, ვის არ გიღალატიათ და მერე ცოლები, ვისაც არ ჩაგიყლაპიათ… ნუ, მე რას ვფიქრობ, ეს კიდევ ცალკე თემაა, მე, ზოგადად, რქიანი ვარ, როდესაც საქმე ღალატს ეხება”, – წერს ჟურნალისტი.
Prev Post
სხვა სიახლეები