„რომ აინთება ისეთია, ადამიანების გულსაც გააღებს“, – ერთი ორიგინალური ჭაღის ისტორია

კლიტეების, სახლის კარებების, სკივრების, უჯრების, კარადის კარებების, კიდევ სხვა უამრავი რამის გასაღები მარინა ტაბლიაშვილს ძველ სკივრში ჰქონდა ჩაკეტილი. გადასაგდებად დაენანა. 40 წელი აგროვებდა. მათ თავიანთი და პატარა, საინტერესო ისტორიები აქვთ. ტაბლიაშვილმა სკივრში ჩაკეტილ ძველ ნივთებს „ახალი სიცოცხლე“ აჩუქა. პროფესიით ინჟინერმა ქალბატონმა გასაღებები ჭაღად აქცია. „რომ აინთება ისეთია, ადამიანების გულსაც გააღებს,“ – ამბობს ის.
მარინა ტაბლიაშვილი თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობს, თუმცა, ეს ორიგინალური ჭაღი წეროვანთან ახლოს, სოფელ ჩარდახში აქვს ჩამოკიდული – იქ მას ნაკვეთი აქვს. მარინა შემოქმედებითი ადამიანია და ძველი ნივთებისგან, მაგალითად მძივებისგანაც აქვს შექმნილი სხვა, ორიგინალური ნაკეთობები. მუშაობს თექაზე, გობელენზე, ეხერხება ქარგვა…. შემოქმედი ქალბატონი 2 შვილის დედაა. ერთი, ირაკლი ტაბლიაშვილი – ჟურნალისტი, ხოლო უმცროსი ვაჟი – გიორგი კი, მხატვარია.

11714285_10205588719655024_140616520_n

კომენტარები

სხვა სიახლეები