რომელ ცნობილ პოლიტიკოსებს აჯობა რიჩარდ ოგბუნუჯუმ – ეგზიტპოლების შედეგები

გია გაჩეჩილაძე, გიორგი ლომია, თამარ კეკენაძე, ზაზა ხატიაშვილი, მიხეილ ქუმსიშვილი, გიორგი ქუთათელაძე, თეიმურაზ ბობოხიძე, გიორგი ლაღიძე, ქეთევან ნაკაშიძე, ევგენი ღვინიაშვილი – ეს თბილისის მერობის ის კანდიდატები არიან, რომლებზე მეტი ხმაც 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ერთადერთმა ფერადკანიანმა კანდიდატმა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ მიიღო.

ნიგერიელ კანდიდატსა და იბოს მეფეს ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით ქართველ ამომრჩეველთა ერთ პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი და მერობის 16 კანდიდატიდან 11-ზე მეტი ხმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და ამ წუთებში ცესკო შედეგებს ითვლის.

კომენტარები

სხვა სიახლეები