რომელ ასაკში პოულობენ ადამიანები ნამდვილ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გაგიკვრიდებათ ალბათ, მაგრამ სიყვარული და სტაბილური ურთიერთობების თემა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა ასაკშია აქტუალური. ვიღაც თუ კარიერას იკეთებს ახალგაზრდობაში, სხვა ოჯახზე და შვილების აღზრდაზეა ორიენტირებული და ამაში ხედავს თავის ნამდვილ მოწოდებას. ასტროლოგები თვლიან, რომ სერიოზული ურთიერთობების დასაწყებად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი სხვადასხვა ასაკშია მზად.
ასე მაგალითად ვერძების დიდი ნაწილი რეალური პარტნიორობისთვის 30 წლის შემდეგ “ღვინდება”.
კუროს შეუძლია ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნას იმიტომ რომ, ბუნებით სტაბილურობის მოყვარული ინდივიდია.
ტყუპს ასტროლოგები ურჩევენ ასევე გვიან ქორწინებას და ისიც სამოქალაქო წესით.
ხოლო კირჩხიბმა შეიძლება საკუთარი ბუდე თუნდაც ადრეული სტუდენტობისას მოიწყოს.
ლომისთვის აჯობებს ოჯახი მოგვიანებით შექმნას. იმიტომ რომ, ადრეულ ასაკში მას პარტნიორებზე გული ადვილად უცივდება.
ქალწული ჯობია ადრევე დაქორწინდეს. იმიტომ რომ, წლების მატებასთან ერთად უზომოდ პრეტენზიული ხდება და გაუძნელდება ქორწინება.
სასწორის ნიშნით დაბადებულისთვისაც მიზანშეწონილია ადრე ქორწინება. იმიტომ რომ, ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობის თემა.
მორიელი კარგი იქნება თუ ქორწინებას 25-30 წლებს შორის დაგეგმავს. ამ ადამიანებისთვის ამ მხრივ არც სიჩქარე ვარგა, არც დაგვიანება.
მშვილდოსნებისთვის კი ერთმნიშვნელოვნად გვიან ასაკში აჯობებს ქორწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ რამდენიმე ოჯახის დანგრევის დიდი პერსპექტივა ელით.
თხის რქისთვის სასურველია ადრეულ ასაკში მოეკიდოს ოჯახს. იმიტომ რომ, ამ ადამიანს ჩანასახშივე გააჩნია დიდი პასუხისმგებლობა.
მერწყულისთვის ჯობია, თუკი ქორწინება გვიანი იქნება ან სულაც არაოფიციალური.
განაგრძეთ კითხვა:http://astrologi.