რომელ ასაკში გაქვთ გამდიდრების შანსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბი­სა და აღ­მას­ვლის წლე­ბის გა­მოთ­ვლა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მოვ­ლე­ნის. თუმ­ცა, გათ­ვლა ერ­თია და თა­ვად პი­როვ­ნე­ბის მონ­დო­მე­ბა – მე­ო­რე. შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­ნო­ზე­ბი პროგ­ნო­ზე­ბად რჩე­ბა, თუკი თა­ვად ინ­დი­ვი­დი არ ცდი­ლობს ფეხი აუ­წყოს რე­ა­ლო­ბას და თა­ვა­დაც არ აქვს სურ­ვი­ლი გან­ვი­თარ­დეს.

მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის შე­ძე­ნის და გა­მო­მუ­შა­ვე­ბის გზე­ბი კი ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია ასე­ვე ფუ­ლის შოვ­ნის ასა­კი და სა­ვა­რა­უ­დო ქო­ნე­ბის ოდე­ნო­ბაც. იმის მი­ხედ­ვით კი თუ რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით მო­ევ­ლი­ნეთ ქვე­ყა­ნას, მხო­ლოდ ზო­გა­დი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

ასე მა­გა­ლი­თად ვერ­ძის­თვის ფი­ნან­სუ­რი წინსვლის სა­უ­კე­თე­სო ასა­კად 18-27 და 43-51 წლე­ბი სა­ხელ­დე­ბა. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ სა­სი­ცო­ცხლო მი­ნი­მუ­მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას უკვე პა­ტა­რა ასა­კი­დან. თუმ­ცა, 27 წლის მერე ზედ­მე­ტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გამო, ზო­გი­ერ­თი ხში­რად კარ­გავს კა­პი­ტალს. პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა კი მხო­ლოდ გო­ნივ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­ის შე­დე­გად ხდე­ბა 43-51 წლებს შო­რის.

კუ­რო­ე­ბის­თვის ას­ტრო­ლო­გე­ბი ფი­ნან­სუ­რად აქ­ტი­ურ ასა­კად 25-30 და 38-45 წლე­ბის ზღვარს მო­ი­აზ­რე­ბენ. კუ­როს ფული უყ­ვარს ეს არა­ვის­თვი­საა სა­ი­დუმ­ლო. თუმ­ცა, 38 წლის­კენ იგი ხში­რად იც­ვლის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პრი­ო­რი­ტე­ტებს, შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლახ­ლა უწევს სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დის შე­ნე­ბა.

ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს კარ­გი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი წინსვლის პე­რი­ო­დი 19-30 და 48-55 წლებს შო­რის უდ­გას. სწო­რედ ამ ასა­კობ­რივ სარ­ტყელ­ში ხა­სი­ათ­დე­ბი­ან ტყუ­პი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გი­უ­ლო­ბით, იპ­ტი­მიზ­მი­თა და საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. თუმ­ცა, ზუს­ტად 48 წლის შემ­დეგ ხდე­ბა მათი სა­ბო­ლოო “დაღ­ვი­ნე­ბა” და შე­მო­სავ­ლის დიდი ნა­წილ­საც სტა­ბი­ლუ­რად აბან­დებს სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს­ში.

კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლის­თვის ფი­ნან­სუ­რი აღ­მას­ვლის წლე­ბი 30-34 წლის ასაკს შო­რის მერ­ყე­ობს. ზუს­ტად ამ პე­რი­ოდ­ში ახერ­ხე­ბენ ისი­ნი სა­უ­კე­თე­სო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზის შექ­მნას, თუ ამ პე­რი­ოდს გა­დას­ცდა კირჩხი­ბის წინსვლა ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით, ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ოდეს­მე იგი დიდი ფუ­ლის პატ­რო­ნი გახ­დე­ბა.

ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში იწყებს დიდ ფი­ნან­სებ­თან “თა­მაშს” რის გა­მოც, ას­ტრო­ლო­გე­ბი ლო­მებს გამ­დიდ­რე­ბის ასა­კად 21-28 წლე­ბის შუ­ა­ლედს ურ­ჩე­ვენ. ზუს­ტად ამ წლებ­ში შე­უძ­ლი­ათ მათ ტალ­ღის ქიმ­ზე მოქ­ცე­ვა და ცხოვ­რე­ბის­გან მაქ­სი­მუ­მის მი­ღე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­წულს მის­თვის, რო­გორც ერთ-ერთი მერ­კან­ტი­ლუ­რი და მშრო­მე­ლი ნიშ­ნის­თვის ას­ტრო­ლო­გე­ბი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე ხში­რად – 4 ეტა­პად ყო­ფენ, დიდი ფი­ნან­სე­ბის შე­მო­დი­ნე­ბას. 18-21, 28-31, 38-41 და 48-51 წლებს შო­რის შუ­ა­ლე­დე­ბი მო­ი­აზ­რე­ბა ქალ­წუ­ლის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი წინსვლის­თვის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბად.

სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის ზედ­მე­ტი მერ­ყე­ო­ბაა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას. ამი­ტომ ას­ტრო­ლო­გე­ბი მათ­თვის ფი­ნან­სუ­რად აქ­ტი­ურ პე­რი­ო­დად 25-30 წლე­ბის შუ­ა­ლედს მო­ი­აზ­რე­ბენ. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე მათ მო­თხო­ვე­ბათ მთე­ლი თა­ვი­ან­თი რე­სურ­სის და ნი­ჭის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი აქვს მარ­თოს ფი­ნან­სე­ბი, რო­გორც სა­კუ­თა­რი, ისე სხვი­სი. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ამ მხრივ მათ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ზე­ვე­ბის ხანა 25-35 წლებს შო­რის დგე­ბა. თუმ­ცა აქვე ისიც უნდა ით­ქვას, რომ ამ პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი რის­კი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კუ­თხით ხში­რად ხდე­ბა მო­რი­ე­ლის­თვის დიდი და­ნა­კარ­გე­ბის მი­ზე­ზიც.

მშვილ­დოს­ნებს სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ფი­ნან­სუ­რი წინსვლის კუ­თხით ცხოვ­რე­ბა­ში ორ­ჯერ ეძ­ლე­ვათ. ერთი ეს არის 22-26 წლებს შო­რის ასა­კი, მე­ო­რე კი უფრო გვი­ან 29-33 წლებს შო­რის. ამას­თან ერ­თად, თუკი პირ­ველ ეტაპ­ზე მათი გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი და­მარ­ცხდე­ბა, მე­ო­რე პიკი ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბის მშვილ­დოს­ნის­თვის ორ­მა­გად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

თხის რქას ას­ტრო­ლო­გე­ბი აქ­ტი­ურ ფი­ნან­სურ ზრდას და შე­მო­სა­ვალს და­ახ­ლო­ე­ბით 16-19 და 27-33 წლებს შო­რის უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. ეს ხალ­ხი უზო­მოდ მშრო­მე­ლი და მუ­ყა­ი­თია, ამი­ტომ ბევ­რი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში ახერ­ხებს კარ­გად გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. თუმ­ცა, შემ­დგომ მათ ეძ­ლე­ვათ შან­სი შე­მო­სავ­ლე­ბის გა­სა­ორ­მა­გებ­ლად.

მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბის პე­რი­ო­დი და­ახ­ლო­ე­ბით 26-30 წლებს შო­რის უდ­გას. თუ ამ წლებს შო­რის ისი­ნი პა­სი­უ­რო­ბენ, შემ­დგომ­ში ბევრ მათ­განს ძა­ლი­ან უჭირს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ძა­ლე­ბის და­ჯე­რე­ბა. ამი­ტომ ხში­რად სჯერ­დე­ბი­ან მხო­ლოდ იმას, რა­საც ცხოვ­რე­ბა სთა­ვა­ზობთ.

და­ბო­ლოს, თევ­ზე­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დი ფი­ნან­სე­ბის შე­მო­სა­დი­ნებ­ლად 18-25 წლებს შო­რის დგე­ბა. თუმ­ცა, თუ ისი­ნი ვერ ახერ­ხე­ბენ თა­ნამ­მარ­თებ­ლი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ამ შან­სის გა­მო­ყე­ნე­ბას. სამ­ყა­რო მათ კი­დევ აძ­ლევს ერთ შანსს – 33-36 წლის ასა­კის შუ­ა­ლედ­ში. მაგ­რამ ამ­ჯე­რად, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად თევ­ზებს ბევ­რი შრო­მა და მოთ­მი­ნე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები