რომელმა ზოდიაქომ უნდა გადაიხადოს დღეს ვალები აუცილებლად – 22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ცნობისმოყვარე და კონტაქტური ხართ. კარგი დღეა იდეების განსახილველად. თანამოაზრეებს მოუსმინეთ და ეცადეთ, სწორი კურსიდან არ გადაუხვიოთ. ახალ თანამშრომლებს დრო უნდა მისცეთ, საკუთარი შესაძლებლობები რომ გამოავლინონ.
კურო
დაძლიეთ სიზარმაცე, მორიდებულობა და დაიწყეთ საკუთარი ვალდებულებების შესრულება. ნუ აჩქარდებით ხელშეკრულებების გაფორმებისას. დააკვირდით ნიუანსებს.

ტყუპი
ატიურობის დღე დაგიდგათ. საქმეების უნდა დაძრათ “მკვდარი წერტილიდან” და უნდა ივარჯიშოთ კიდეც. კარგი დღე ელით სპორტის, ვაჭრობის, ბიზნესის წარმომადგენლებს.

კირჩხიბი
ყური დაუგდეთ გარშემომყოფების რჩევებს, მოსაზრებებს. კარგი დღე ელით ჟურნალისტ და ლიტერატორ ნიშნებს. შეგიძლიათ, დანიშნოთ თათბირი, ფორუმზე თემა განავრცოთ. აუცილებლად იქონიეთ ხშირი კონტაქტი ნათესავებთან, შვილებთან.

ლომი
აზრთა, გამოცდილების გაცვლის დღეა. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იყავით გახსნილი სამყაროსთვის, მაგრამ ახალგაცნობილებს ნუ ენდობით. განსაკუთრებით მათ, ვინც ჯიქურ ცდილობას, რომ დაგიმეგობრდეთ.

ქალწული
იყავით ოპერატიული და საქმიანი. კარგი დღე ელით ტექნიკის, ელექტროობის სფეროში მომუშავეებს. ლაპარაკს საქმეების კეთება
არჩიეთ და კოლეგებსაც ამისკენ მოუწოდეთ. რთულ მომენტებში იუმორს მიმართეთ.

სასწორი
დაასრულეთ ძველი საქმეები, გადაიხადეთ ვალები. თვალსაწიერის გაფართოების დღეა. კარგი დღეა სუფთა ჰაერზე ვარჯიშის, სეირნობისთვის.

მორიელი
ოპერატიულად უნდა მოაგვაროთ დღევამდელი ვალდებულებები. მგზავრობის, საჭირო ადამიანებთან შეხვედრებისა და მიმოწერის დღეა. კრიტიკულ მომენტში მსჯელობა კი არა, მოქმედება გმართებთ.

მშვილდოსანი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ, ენერგიით დაიმუხტებით. შეხვედრების, თანამოაზრეებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დღეა. კარგად გაერკვიეთ დეტალებში.

თხის რქა
რუტინული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. შეიძლება, კოლეგების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება თქვენ მოგიწიოთ. თუ გსურთ, უფროსმა შეგამჩნიოთ, მეტად გამოავლინეთ შეუპოვრობა.

მერწყული
კარგი დღე ელით აქტიურ და მიზანმიმართულ ნიშნებს. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და ეცადეთ, ამ ნიჭმა სარგებელიც მოგიტანოთ. საღამო რომანტიკულობა მოიმატებს.

თევზები
მეტად მოქნილი და დიპლომატიური უნდა იყოთ. ნუ იქნებით ზედმეტად სერიოზული, მეტად გამოვლინეთ იუმორის გრძნობა. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, სანდო პირისგან მიღებულიც კი.

კომენტარები

სხვა სიახლეები