რომელი სავალდებულო წესების დაცვა მოგიწევთ სავაჭრო ცენტრებში შესვლამდე

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, რა წესები იმოქმედებს სავაჭრო ობიექტში გახსნის შემდეგ.

„სავაჭრო ცენტრში შესასვლელად ყველა მომხმარებლისთვის სავალდებულო იქნება ტემპერატურის შემოწმება, დეზობარიერის გავლა, სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, ასევე, ყველა მომხმარებელს უნდა ეკეთოს პირბადე. შეიცვლება ლიფტის გამოყენების წესები, მხოლოდ 4 ადამიანი დაიშვება, ისინი უნდა იდგნენ ზურგით ერთმანეთთან. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს შენობის ძალიან ხშირი ვენტილაცია  და გაწმენდა მოაჯირების, ესკალატორების, ლიფტებისა და ა.შ“, – განაცხადა ქეთა ახობაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები