რომელი რისკჯგუფებისთვის ტარდება გრიპის ვაქცინაცია პირველ რიგში

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს ეტაპობრივად ჩაუტარდებათ. რისკჯგუფების ჩამონათვალი და სამედიცინო დაწესებულებების სია:

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ტარდება თბილისში შემდეგი რისკჯგუფებისთვის :

ორსულები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალი (რისკჯგუფების სია ნოემბრიდან ფართოვდება).

სამედიცინო დაწესებულებების სია იხილეთ ბმულზე. 

კომენტარები

სხვა სიახლეები