რომელი თვეები იქნება 2020 წელს თქვენთვის წარმატებული

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს იმაზე თუ რომელი პერიოდი იქნება 2020 წელს თქვენთვის იღბლიანი და წარმატებების მომტანი“

„ძაღლის, კურდღლის, იგივე კატის, თხისა და ცხენის წელში დაბადებულებისთვის – მეტალის თეთრი ვირთხის წელი, ზოგადად, წარმატებულია. თქვენთვის კარგი და იღბლიანი თვეებია: თებერვალი, მაისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ნოემბერი. ამ თვეებში მიაღწევთ წარმატებას საქმეებში, სამყარო გამოგიგზავნით პოზიტივს, ჰარმონიას. თქვენ კი უნდა გააქტიურდეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ.

გველის, ღორის, მამლისა და ვეფხვის წელში დაბადებულებისთვის – 2020 წელი კარგია პირადი ცხოვრების მოსაწყობად, რადგან ამ მხრივ, ბევრი სიახლე და პოზიტიური მოვლენა გელით. თქვენთვის იღბლიანი და წარმატების მომტანი თვეებია: მარტი, მაისი, ივლისი, დეკემბერი.

დრაკონის, ხარის, ვირთხისა და მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის – ეს წელი საკმაოდ აქტიური და ფრთხილად გასავლელია, რადგან უყურადღებობით ან სხვების გავლენით, ხელიდან არ გაუშვათ ის წარმატების შანსი, რასაც იღბალი შემოგთავაზებთ. თქვენთვის განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატების მომტანი თვეებია: მაისი, ივნისი, აგვისტო, ოქტომბერი“, – აღნიშნავს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები