რომელი თბილისელი მომღერალი აანონსებს საბჭოთა არმიის დღეს მოსკოვში კონცერტის გამართვას(ვიდეო)

მომღერალი შალვა მორელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გიორგი წერეთელის მეუღლე, ასევე მომღერალი, ლოლა წერეთელი ამბობს, რომ 23 თებერვალს მოსკოვში კონცერტს მართავს.
“მინდა, ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. 23 თებერვალს ჩემს უსაყვარლეს ქალაქში, მოსკოვში ჩამოვდივარ, სადაც რესტორანში – „საქართველოს გემო“, ჩემს მუსიკალურ საღამოს გავმართავ. ეს დღეც სპეციალურად თავად ავარჩიე, რომ მომელოცა თქვენთვის, ჩემო ძვირფასო მამაკაცებო. ამ მხიარული და შესანიშნავი დღის გასატარებლად ჩვენთან გიწვევთ, ახლო ადამიანების წრეში. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, თქვენი ლოლა“, – ამბობს წერეთელი ვიდეოში.
ცნობისთვის 23 თებერვალი “მამაკაცების დღე”, ანუ საბჭოთა არმიის დღეა.

https://www.youtube.com/watch?v=kT8tkaze4U4&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები