რომელი ვიტამინის ნაკლებობა იწვევს პოტენციის დაქვეითებას

სქესობრივი ლტოლვა

გასტრონომიული მაგია
დღეს ნებისმიერ ქალს შეუძლია მოამზადოს სასწაულმოქმედი საკვები, რათა ვახშამი ორისათვის ნამდვილად წარმატებული გამოდგეს. ამ მხრივ საინტერესოა ის პროდუქტები, რომლებიც აძლიერებს თავის ტვინში ენდორფინებისა და სეროტონინის გამოყოფას და სქესობრივ ლტოლვას. ასეთია ყავა და კონიაკი, ხიზილალა, შავი შოკოლადი. ძლიერი სქესობრივი სტიმულატორია კვერცხიც, განსაკუთრებით კი კვერცხისა და ნაღებისგან მომზადებული კოქტეილი. გასტრონომიულ მაგიაში მთავარი ადგილი მაინც სასმელებს უკავია. ამ მხრივ მშრალ წითელ ღვინოს ვერაფერი შეედრება. ალკოჰოლის მცირე დოზა დაძაბულობას ხსნის და ადამიანს რომანტიკული საქციელისკენ უბიძგებს. ყვავილის მტვერი სუპერსაკვებია, რომელიც დღეისთვის ცნობილ პრაქტიკულად ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს. მას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ათლეტები ძალ-ღონის მოსამატებლად და ამტანობის გასაზრდელად. სქესობრივი ინტერესის გაზრდის უნარის წყალობით კი ის მართლაც რომ სუპერპროდუქტია. თუთია – მონაწილეობს ტესტოსტერონის სინთეზში, ასე რომ, მარწყვი და ჟოლო, რომანტიკული ვახშმის ტრადიციული ელემენტი, სქესობრივ სურვილს სწორედ თუთიის მაღალი შემცველობის წყალობით აძლიერებს. რკინა სქესობრივი ენერგიის წყაროა. ფოსფორი მნიშვნელოვანი ელემენტია ტვინისა და ნერვების სრულყოფილი მუშაობისთვის. იგი ადამიანის სექსუალური ენერგიის ხარისხს განაგებს. A ვიტამინის დეფიციტი არღვევს სასქესო ორგანოების სეკრეციას. ვიტამინი B1 გავლენას ახდენს სისხლში ჰორმონთა შემცველობაზე. მისი დეფიციტი ძლიერ ასუსტებს ორგანიზმს. ცილა ხელს უწყობს სპერმის საჭირო რაოდენობით წარმოქმნას. კალიუმის დეფიციტი ადამიანს თენთავს, ადუნებს, ასეთ დროს კი სქესობრივი ურთიერთობა ნამდვილად არავის სჭირდება. კალციუმი – ზრდის მამაკაცებში ჩასახვის უნარს, თავიდან გვაცილებს ნაადრევ ეაკულაციას, მისი უკმარისობა კი იწვევს ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითებას.

გეიშების ინტიმური საიდუმლოებანი
გეიშების მთავარი დამსახურება ის არის, რომ მშვენივრად იციან ცხოვრებით ტკბობის ხელოვნება. მათ განსაკუთრებული მენტალიტეტი, ფსიქოლოგია აქვთ. სინათლის სხივი. იაპონელ გოგონებს ბავშვობიდანვე ასწავლიან პოზიტიურ აზროვნებას და ყოველი დღით ტკბობას. სრულწლოვნებას მიღწეული იაპონელი ქალიშვილი სიმშვიდესა და თავდაჯერებას ასხივებს. სწორედ ეს პოზიტივი ხდის მათ მიმზიდველს და სილამაზის დიდხანს შენარჩუნებაშიც ეხმარება. სულის ლაბირინთები. გეიშა შესანიშნავად იცნობს მამაკაცის ფსიქოლოგიას. სწორედ ეს აძლევს საშუალებას, იყოს განუმეორებელი. მას შეუძლია მოსმენა, გაგება და მამაკაცის განწყობის დაჭერა, მისი სურვილის უსიტყვოდ შესრულება. გეიშა ყველაფერს აკეთებს ლამაზად, მშვიდად, უსიტყვოდ და განუმეორებელი ღიმილით. სექსი იაპონურად – ეს არის სულისა და სხეულის შერწყმა, სიმშვიდე, მდუმარება, იდუმალება, მხოლოდ შინაგანი ლტოლვა და ვნებათაღელვა.

რჩევები ქალებს
ზოგიერთი მამაკაცი წუთში ერთხელ მაინც ფიქრობს სექსზე, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სტრესი ამის სურვილს დიდი ხნით უქრობს. ასეთ დროს ვითარებიდან გამოსავალის პოვნა ისევ ქალბატონთა პრეროგატივაა, რომელთაც საკმაოდ ადვილად შეუძლიათ მეუღლეს გაუადვილონ პრობლემის დაძლევა და მოგვარება.

  • დაძაბული სამსახურებრივი სიტუაცია მამაკაცის ლიბიდოს დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზია. ასეთ დროს ეცადეთ, უქმე დღეებში მას პატარა დღესასწაული მოუწყოთ: რესტორანი, პიკნიკი, რომანტიკული ვახშამი შინ, სანთლის შუქზე. დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ მოუწყვეთ ცხელი აბაზანა და ეცადეთ, რელაქსაციული მასაჟიც თავად გაუკეთოთ.
  • არანაკლებ ხშირია მედიკამენტებით პროვოცირებული სქესობრივი სურვილის დაქვეითება. დაარწმუნეთ ქმარი, დროულად ეჩვენოს სპეციალისტს, რათა შეცვალონ ამ წამლის დოზა ან თვითონ წამალი.
  • სხვა ქალზე ფიქრი მამაკაცს ხშირად ცოლისადმი გულგრილს ხდის. ეცადეთ გაარკვიოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენი მეუღლისთვის, მოთმინებით აუხსენით, რომ ოჯახურ ურთიერთობებში მთავარი ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემაა, მოთმინებით დაელოდეთ, როდის გადაუვლის თავგადასავლების მაძიებელს მორიგი გატაცება.
  • ხშირად დეპრესიაში ჩავარდნილი მამაკაცი აბსოლუტურად კარგავს სქესობრივი ცხოვრებისადმი ინტერესს. თუ დამოუკიდებლად ვერ მოახერხეთ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, მიმართეთ სპეციალისტს.
  • დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტი უშუალოდ აისახება ცოლ-ქმრის სქესობრივ ცხოვრებაზე. ესაუბრეთ მეუღლეს, გაარკვიეთ, რისი ბრალია უთანხმოება. აუცილებელია პრობლემაზე საუბარი, მისი გაანალიზება, რათა მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

წყარო:http://www.mkurnali.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები