რომელი ალკოჰოლური სასმელი შეგეფერებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არ არსებობს “კარგი” და “ცუდი” ალკოჰოლი. არ არსებობს მისი “ელიტური” და “მდარე” სახეობები. არსებობს სასმელები, რომლებიც შენს ხასიათს შეეფერება და რომელიც მასთან შეუფერებელია.
გთავაზობთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის ყველაზე მეტად შესაფერის ალკოჰოლურ სასმელებს.

ვერძი – არაყი
როგორც ცნობილია, არაყი იდეალური სასმელია თავგადასავლებისთვის. ვერძებს კი ძალიან უყვართ თავგადასავლები. გარდა ამისა, არაყი ნებისმიერი სიტუაციისთვის შესაფერისია და კარგი დროსტარების გარანტია.

კურო – ლუდი
კურო – ეს, როგორც წესი, ის ბიჭები და გოგოები არ არიან, ვისაც ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავდავიწყებით გართობა უყვართ. მათ მეგობრული შეხვედრები და კარგად ჩაციებული ლუდი ყველაფერს ურჩევნიათ.

ტყუპი – ტეკილა
თქვენ ხართ ტყუპი, ამიტომაც ხართ ჰიპერაქტიური და გიჟდებით დროსტარებაზე, მოძრაობასა და თავდავიწყებით ცეკვაზე. ამიტომაც თქვენი საუკეთესო მეკავშირე შეკრებების დროს ტეკილა იქნება.
ტყუპი გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერი წვეულება ზეიმად იქცევა და იქ არავინ მოიწყენს.

კირჩხიბი – ჯინი
კირჩხიბი მელანქოლიის ხშირი შემოტევებით არის ცნობილი. ჯინი – იდუმალი სასმელია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მის შესახებ სმენია, ბევრსაც უყვარს, ამ სასმლის ნამდვილი შემფასებლები ცოტანი არიან.
ჯინი კირჩხიბებს ეხმარება, დარჩნენ იდუმალები და ამავე დროს, ექსტრავაგანტურები. ასევე, ის ძალიან სასიამოვნო დასალევია (ტონიკით – განსაკუთრებით!).

ლომი – წითელი ღვინო
ლომები – ქარიზმატული ლიდერები არიან. ამიტომაც სასმლის არჩევა მათთვის პრესტიჟის საკითხია. ღვინოს კი, რა თქმა უნდა, თუ ის სწორად არის შერჩეული (ლომები ამ საკითხში შესანიშნავად ერკვევიან), შეუძლია წარმოუდგენლად დიდი სიამოვნება მოუტანოს ადამიანს.
ლომი უპირატესობას ანიჭებს მერლოს ან პინოს ჯიშის ძველ ღვინოებს. ეს ღვინოები არა მხოლოდ იმ ადამიანის გემოვნებას უსვამს ხაზს, ვინც მას ირჩევს, არამედ მის სოციალურ სტატუსსაც.

ქალწული – თეთრი ღვინო
თეთრი ღვინო – იმის ნიშანია, რომ ადამიანი მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გატარებისთვის ემზადება. როცა თქვენი მეგობრები ერთად იკრიბებიან, სასმლის არჩევას ყოველთვის თქვენ განდობენ, რადგან საუკეთესოდ ერკვევით ღვინოში.
თეთრ ღვინოს, როგორც წესი, ირჩევენ კეთილი, მზრუნველი, სათნო ადამიანები.

სასწორი – ბურბონი
ბურბონი – იმ ადამიანების სასმელია, რომლებიც ბიზნესს ზედმეტი დრამებისა და ისტერიკების გარეშე აკეთებენ. ისინი არ იძაბებიან წვრილმანების გამო და საკუთარ მომხიბვლელობას იმისათვის იყენებენ, რომ სიმაღლეებს მისწვდნენ.
სასწორი – გამჭრიახი, გონიერი ნიშანია. ვისკი მას ეხმარება, უფრო მეტად მოიკრიბოს ძალები, ენერგია, გონება და მეტად წარმოსადეგი გახდეს გარშემომყოფების თვალში.

მორიელი – მუნშაინი
მუნშაინი – აუტენტური ამერიკული სასმელია. მისი ლამაზი სახელწოდება იქიდან წარმოდგება, რომ მას ღამით, მთვარის შუქზე ხდიდნენ.
მორიელები – საზოგადოებრივი სიმშვიდის ცნობილი დამრღვევები არიან და მხოლოდ საკუთარი წესებით ცხოვრობენ, ამიტომაც უბრალოდ მაღაზიაში ნაყიდი სასმელი მათ არ აკმაყოფილებთ. ისინი უძველესი რეცეპტით საკუთარი ხელით გამოხდილ სასმელს ანიჭებენ უპირატესობას. ქართველი მორიელებისთვის ეს ალბათ ჭაჭა იქნება.

მშვილდოსანი – შამპანური
მშვილდოსნებს შესანიშნავი გემოვნება აქვთ და ისინი იშვიათად აკვირდებიან სასმლის არჩევისას ფასს. როცა მაღაზიაში ალკოჰოლის შესაძენად შედიან, ყველაზე მაღალი თაროდან ყველაზე ძვირიან შამპანურს იღებენ.
მათი დევიზია: თუკი ვავნებთ ჯანმრთელობას, მაშინ მხოლოდ საუკეთესოთი!

თხის რქა – სკოტჩი
თხის რქისთვის იმაზე უკეთესი სასმელი არ არსებობს, ვიდრე შოტლანდიური (ან ირლანდიური) ვისკია.

მერწყული – ჩამოსასხმელი ღვინო მერწყული – ნამდვილი ჰიპია. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრესტიჟს ან სოციალურ სტატუსს. ამიტომაც ირჩევს ყველაზე იაფ და “გემრიელ” სასმელს, მთავარია, დრო გაატაროს.

თევზები – აბსენტი
თევზები – ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მგრძნობიარე და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. ამიტომაც მათთვის განსაკუთრებით აუცილებელია შთაგონება და ნამდვილი ემოციები.თითქოს სპეციალურად მათთვის შეიქმნა აბსენტი, სასმელი, რომელიც ხსნის მთელ შინაგან სამყაროს და ქვეცნობიერს.

კომენტარები

სხვა სიახლეები