რომელია 10 ყველაზე ღარიბი ქვეყანა მსოფლიოში – 2024 წლის რეიტინგი

მსოფლიოს აქვს საკმარისი რესურსი, რათა დედამიწაზე კაცობრიობა უზრუნველყოს და ღირსეული ცხოვრების სტანდარტით ყველამ ისარგებლოს.

მიუხედავად ამისა, მთელი რიგი ქვეყნები სიღარიბეში ცხოვრებას აგრძელებენ.

ამ მხრივ გასაოცარია მოცემული რიცხვებიც: მაგალითად, მსოფლიოს 10 უმდიდრეს ქვეყანაში საშუალო წლიური მსყიდველობითი უნარი ერთ სულ მოსახლეზე 110 000 დოლარზე მეტია, 10 ყველაზე ღარიბ ქვეყანაში კი – 2 000 დოლარზე ნაკლები.

გთავაზობთ 2024 წლის ათი ყველაზე ღარიბი ქვეყნის რეიტინგს:
1. სამხრეთ სუდანი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 455 დოლარი
2. ბურუნდი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 916 დოლარი
3. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1123 დოლარი
4. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1552 დოლარი
5. მოზამბიკი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1649 დოლარი
6. ნიგერი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1675 დოლარი
7. მალავი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1712 დოლარი
8. ლიბია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1812 დოლარი
9. მადაგასკარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1979 დოლარი
10. იემენი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1996 დოლარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები