რომელია მაისის თვის სასიკეთო დღეები – ასტროლოგის რჩევები

ასტროლოგი რამაზ გიგაური მაისის თვის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს. მისი თქმით, მაისში ყურადღებას ორი მთავარი მოვლენა ითხოვს – 5 მაისის ახალმთვარეობა და 19 მაისის სავსემთვარეობა.
„მაისის დასაწყისი ემოციური, არასტაბილური და რთულად პროგნოზირებადი იქნება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება პირად ცხოვრებაში. ამ პერიოდში მცირე გადაცდომამ მოსალოდნელია, წყენამდე და დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ, რადგან ემოციური ფონი საკმაოდ დისჰარმონიულია.
რაც შეეხება საქმიან ცხოვრებას – აქ მდგომარეობა შედარებით უკეთესი იქნება, რადგან ამბიციური მოქმედებები და შრომისმოყვარეობა წინსვლის საშუალებას მოგცემთ. ხელსაყრელი იქნება მოლაპარაკებები და შეთანხმებების მიღწევა (გარდა 4-5 მაისისა).
5 მაისი: ახალმთვარეობა
სასურველია თვითკონტროლისა და თავშეკავებულების გამოჩენა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება და საბუთებზე ხელისმოწერა (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა). თუმცა უნდა ითქვას, რომ კონსტრუქციული და მოქნილი ადამიანები უკვე 6-7 მაისიდან შეძლებენ მათთვის მათთვის სასიკეთო პოზიციის დაკავებას.
6 მაისი: მერკური > კუროს ზოდიაქოში
აზროვნების პროცესი გახდება უფრო პრაქტიკული და პრაგმატული . საქმიანი პერსპექტივები მიიღებენ რეალურ, კონკრეტულ ფორმას. ეს კი საშუალებას მოგცემთ, რეალური მიზნები დასახოთ და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ.
15 მაისი: ვენერა > კუროს ზოდიაქოში
ადამიანებში ემოციური ფონი და სიყვარულის გრძნობა უფრო სტაბილური გახდება. ამ დროს სიყვარული გარეგნულად უფრო მშვიდი, მაგრამ შინაგანად „მდუღარე“ გახდება. პირად ცხოვრებაში შესაძლებელი გახდება მაისის დასაწყისში არეული სიტუაციების და ურთიერთობების დალაგება. ამ პერიოდიდან მოიმატებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა.
16 მაისი: მარსი > კირჩხიბის ზოდიაქოში
ეს მარსის სუსტი პოზიციაა, ამიტომ, ადამიანებში დაიკლებს გაბედულების და რისკზე წასვლის სურვილი. საჭირო გახდება ემოციური და მორალური მხარდაჭერა. შესაძლოა, საქმიანი პერსპექტივები ნელა განვითარდეს ან, საერთოდ, დამუხრუჭდეს.
18-21 მაისი: ვენერა-ურანის შეერთება
ეს სასიკეთო პერიოდი იქნება პირად ცხოვრების, სასიყვარულო ურთიერთობების განახლებისთვის, მასში ახალი იმპულსების შეტანისთვის, ძველი, არასასურველი კავშირების დასრულებისა და ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის.

19 მაისი: სავსემთვარეობა
ეს დღე შედარებით მშვიდი იქნება, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. თუმცა აჩქარებულობა მაინც არ იქნება სასურველი. კარგია დღეა რეკლამირებისთვის და პრეზენტაციების მოსაწყობად.
21 მაისი: მერკური > ტყუპების ზოდიაქოში
ადამიანებში აზროვნების პროცესი შეიცვლება – ის უფრო მოქნილი გახდება. მოიმატებს ცნობისმოყვარება და კომუნიკაბელურობა. სწორედ ამიტომ მაისის მესამე დეკადა სასიკეთო იქნება წარსულის ანალიზისთვის მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებებისთვის, ინფორმაციის მოპოვება-გადაცემისთვის, მოგზაურობისთვის.
22-23 მაისი: მთვარე-სატურნის შეერთება
მოიმატებს ნეგატიური ემოციური ფონი. ადამიანებში გაძლიერდება ნეგატიურის მოლოდინი და „დეპრესიული“ განწყობა. ამიტომ ამ პერიოდში ემოციური გადაწყვეტილებების მიღება სასურველი არ არის. ყურადღებას ითხოვს სასიყვარულო ურთიერთობები, პირადი ცხოვრება. აქ სასურველია კომპრომისებზე წასვლა.
რაც შეეხება მაისის ბოლო კვირა, ის შედარებით მშვიდი და სტაბილური უნდა აღმოჩნდეს. შესაძლებელი გახდება დაკარგული პოზიციების აღდგენა და ახალი პერსპექტივების განვითარება“,- წერს ასტროლოგი.
მაისში შენაძენებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის არასასურველია: 1-5, 19-21, 23. დანარჩენი დღეები შედარებით სასიკეთოა.
ზოდიაქოს ნიშნებისთვის ზოგადად სასიკეთო დღეები:
ვერძი: 1, 6, 11, 15, 19, 24, 29
კურო: 5, 9, 14, 18, 22, 28
ტყუპები: 1, 6, 12, 16, 20, 25, 29
კირჩხიბი: 5, 9, 13, 17, 21, 26, 31
ლომი: 2, 7, 12, 16, 20, 25, 30
ქალწული: 4, 8, 13, 17, 21, 26, 31
სასწორი: 3, 7, 12, 16, 20, 25, 30
მორიელი: 4, 8, 14, 18, 22, 27
მშვილდოსანი: 3, 7, 11, 16, 20, 25, 30
თხის რქა: 4, 10, 14, 17, 23, 27
მერწყული: 2, 6, 11, 15, 19, 24, 29
თევზები: 5, 10, 14, 18, 23, 28

კომენტარები

სხვა სიახლეები