რომელია თქვენი სამკურნალო მცენარე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არა­ვის­თვის სა­ი­დუმ­ლო არ გახ­ლავთ ის ფაქ­ტი, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხზე ვარ­სკვლა­ვე­ბის ძა­ლაც საკ­მა­ოდ დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. სა­მე­დი­ცი­ნო ას­ტრო­ლო­გია, რო­მე­ლიც ჩვენს მკი­თხვე­ლებს შო­რის დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, მო­ი­ცავს იმ უნი­კა­ლუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მე­ლიც ამა თუ იმ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვი­საა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ.

ვერ­ძი – ვერ­ძე­ბის პრობ­ლე­მა ზედ­მე­ტი გა­დატ­ვირ­თვაა. მათი ფსი­ქო­ნევ­რუ­ლი სის­ტე­მა აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს მო­დუ­ნე­ბას. სა­ა­მი­სოდ სა­უ­კე­თე­სოა შავ­ბა­ლა­ხას ნა­ყე­ნი. იგი ამ­შვი­დებს ნერ­ვულ სის­ტე­მას. ხსნის სტრესს და აუმ­ჯო­ბე­სებს არ­ტე­რი­ტუ­ლი წნე­ვის მი­მოქ­ცე­ვას.
კურო – ყელი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მაა ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ­თათ­ვის. ისი­ნი ხში­რად იტან­ჯე­ბი­ან ან­გი­ნი­თა და ტონ­ზი­ლი­ტით. სა­უ­კე­თე­სო სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა კუ­რო­ე­ბის­თვის ამ მხრივ არის გვი­რი­ლის ნა­ყე­ნი. იგი აყუ­ჩებს ან­თე­ბით მოვ­ლე­ნებს ყელ­ში და აქვს ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი ეფექ­ტი.

ტყუ­პი – მსგავ­სად ვერ­ძე­ბი­სა ტყუ­პის სი­სუს­ტეც ნერ­ვუ­ლის სის­ტე­მა და მისი გა­დატ­ვირ­თვის პრობ­ლე­მაა. ამის ფონ­ზე ისი­ნი ხში­რად იტან­ჯე­ბი­ან უძი­ლო­ბი­თა და კოშ­მა­რე­ბით. სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბის მო­სახ­სნე­ლად არის ბარ­ამ­ბოს ნა­ყე­ნი. იგი მსუ­ბუ­ქი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი ეფექ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა და აწეს­რი­გებს ძილს.

კირჩხი­ბი – კირჩხი­ბე­ბის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მა­სა და თირკმლის ფუნ­ქცი­ე­ბის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ბევ­რი კირჩხი­ბი ასე­ვე მიდ­რე­კი­ლია ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნოს ალ­კოჰო­ლი, რაც ასე­ვე აზი­ა­ნებს თირკმლის ფუნ­ქცი­ებს. სა­უ­კე­თე­სო სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად კირჩხი­ბის­თვის მოც­ვი და მისი ფოთ­ლე­ბის ნა­ყე­ნია მიჩ­ნე­უ­ლი. იგი კარ­გად აწეს­რი­გებს შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას.

ლომი – ლო­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას პე­რი­ო­დუ­ლად გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა და იმუ­ნი­ტე­ტის სი­სუს­ტე ახ­სე­ნებს ხოლ­მე თავს. მათ­თვის კარ­გია ას­კი­ლის ნა­ყე­ნის ჩაი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ “ცე” ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს დიდი ოდე­ნო­ბით და ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მის ზო­გა­დი იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბას.

ქალ­წუ­ლი – მიდ­რე­კილ­ნი არი­ან იპო­ხონ­დრი­უ­ლი შე­ტე­ვე­ბის­კენ. ასე­ვე ხში­რად აწუ­ხებთ ვე­გე­ტო­ნევ­რო­ზი, დერ­მა­ტი­ტი ან ეგ­ზე­მა. მათ­თვის სა­სურ­ვე­ლია ორ­გა­ნიზ­მი გა­ი­კა­ჟონ კა­ლენ­დუ­ლას ნა­ყე­ნით ან კომ­პრე­სე­ბით. ეს მცე­ნა­რე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ებ­რძვის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გა­მო­ნა­ყარს. აქვს ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი თვი­სე­ბა.

სას­წო­რი – ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ­თა პრობ­ლე­მა ხში­რად არის ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მოშ­ლა და წო­ნის სი­ჭარ­ბე. მათ­თვის სა­სურ­ვე­ლია სე­ლის მარ­ცვლე­ბის ნა­ყე­ნით მკურ­ნა­ლო­ბა. ეს მცე­ნა­რე წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქრი­ნი­კუ­ლი ან ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის დროს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად კუჭ-ნაწ­ლა­ვი-ნაღ­ვლის ბუშ­ტის არე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მო­რი­ე­ლი – მო­რი­ე­ლე­ბის სი­სუს­ტე ინ­ფექ­ცი­უ­რი ან სქე­სობ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბია. მათ დიდ ნა­წილს ასე­ვე აწუ­ხებს თირკმლის სი­სუს­ტე. სა­უ­კე­თე­სო სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით ამ მხრივ მო­რი­ე­ლის­თვის ე.წ. “თირკმლის ჩაი” ხა­სი­ათ­დე­ბა. მისი ნა­ყე­ნი აწეს­რი­გებს თირკმლის ფუნ­ქცი­ის მოშ­ლი­ლო­ბას.

მშვილ­დო­სა­ნი – მშვილ­დოს­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით გა­ნიც­დი­ან ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და კლი­მა­ტის ცვა­ლე­ბა­დო­ბას. ამი­ტომ ად­ვი­ლად ემარ­თე­ბათ ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სურ­დო და ა.შ. მათ­თვის სა­უ­კე­თე­სოა ორ­კბი­ლას ნა­ყე­ნი. იგი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ­ჰა­ლა­ცი­ის დროს და კარ­გად ებ­რძვის გა­ცი­ე­ბის სიმპტო­მებს.

თხის რქა – გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ან გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვის გამო, რაც ძა­ლი­ან და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თხის რქის ზო­დი­ა­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ისი­ნი ხში­რად იტა­ჯე­ბი­ან ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი­თა და ძვლე­ბის სი­სუს­ტით. ამას­თან ერ­თად, ად­ვი­ლად ცივ­დე­ბი­ან და ემარ­თე­ბათ სურ­დო. მათ­თვის სა­უ­კე­თე­სოა კრა­ზა­ნას ნა­ყე­ნის ჩაი. ამ­გვა­რი ნა­ყე­ნი სა­უ­კე­თე­სო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა გა­ცი­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამაგ­რებს ძვლო­ვან სის­ტე­მას და აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს.

მერ­წყუ­ლი – ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს სუს­ტი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სი­ტე­მა და ნაღ­ვლის ბუშ­ტი აქვთ. მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბაა გულყვი­თე­ლას ნა­ყე­ნი. იგი პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ეფექტს იძ­ლე­ვა კო­ლი­ტის შემ­თხვე­ვა­შიც, რის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბაც ასე­ვე გა­აჩ­ნი­ათ მერ­წყუ­ლებს.

თევ­ზე­ბი – თევ­ზე­ბის დიდი ნა­წი­ლი მიდ­რე­კი­ლია ღრძი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბის­კენ, ამი­ტომ მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა სამ­კურ­ნა­ლო თვალ­საზ­რი­სით არის მუ­ხის ქერ­ქის ნა­ყე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა.

კომენტარები

სხვა სიახლეები